ბათუმის მუსიკის ფესტივალი

06/24/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია მოადგილეებთან ერთად, ბათუმის ხელოვნების ცენტრში ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პრესკონფერენციას დაესწრო.

ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის მიერ ახლადდაფუძნებული ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ბოლქვაძე, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის „ლირა\" დირექტორი ავთანდილ ტუღუში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და მინისტრის მოადგილე ქეთევან მანელიშვილი.

სპეციალურად საფესტივალოდ ბათუმის ხელოვნების ცენტრის ფოიეში განთავსდა აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატების ეთნოგრაფიული კუთხე და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპოზიცია, ასევე, ბათუმის მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით, შედგა სუვენირების გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალის მთავარი დირიჟორია გიორგი ჟორდანია.
ფესტივალის ფარგლებში. გაიმართება ელისო ბოლქვაძისა და რამდენიმე მუსიკოსის მასტერკლასი ახალგაზრდა პიანისტებისთვის. ასევე ნაჩვენები იქნება რამდენიმე დოკუმეტური ფილმის მუსიკოსების შესახებ.

ფესტივალი 28 ივნისამდე გაგრძელდება.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან