კლასიკური მუსიკის ფესტივალი

24.06.2013 01:38

ბათუმში, ბათუმის ხელოვნების ცენტრში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის მიერ ახლადდაფუძნებული ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის მთავარი დირიჟორია გიორგი ჟორდანია. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ელისო ბოლქვაძისა და რამდენიმე მუსიკოსის მასტერკლასი ახალგაზრდა პიანისტებისთვის. ასევე ნაჩვენები იქნება რამდენიმე დოკუმეტური ფილმის მუსიკოსების შესახებ. ფესტივალი 28 ივნისამდე გაგრძელდება. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: