სოკოს იმერული წვნიანი | ლევან კობიაშვილი

06/17/2021
Taste Corporation-ის მიერ

🍄🌏 სოკო წვნიანის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგრედიენტია, ყველა კულტურაში.
💪 ჰოდა, ამბიცია გვაქვს, ჩვენი ქართული, მე-19 საუკუნის იმერული რეცეპტით სხვა დანარჩენებს, ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ!

გამოგვყევი:
instagram:   / ​​​  
facebook:   / chef.cave​​​  
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?​​​


#სოკო​​​​​ #წვნიანი​​​​​ #​​​​​​​​რეცეპტი​​​​​​ #შეფლევანი​​​​
---------------------------------------------------------------

დაგჭირდებათ:

• ხახვი
• ნიორი
• სოკო შიტაკი ქამა
• ჭადის ფქვილი
• მწვანილები
• ტარხუნა
• ქინძი
• ოხრახუში
• კამა
• კარაქი
• ზეთი
• მარილი

მომზადების წესი


დავჭრათ ქამა, შიტაკის სოკო და ხახვი.
დავიწყოთ ხახვისა და ნივრის მოთუშვა, დავუმატოთ მჭადის ფქვილი რომ მოიხალოს, შემდეგ დავუმატოთ ქამა და შიტაკის სოკო და დავასხათ შიტაკის ბულიონი;
პარალელურად დავჭრათ მწვანილები.
ბულიონის წამოდუღების შემდეგ, დავუმატოთ მწვანილები, მარილი და პილპილი.
შემდეგ, ნიგოზი დავაჩოპეროთ ცოტაოდენ მწვანილთან ერთად, დავუმატოთ ერთი კბილი ნიორი და დავაბლენდეროთ ცოტაოდენ მარილთან ერთად.
დაბლენდერებული მასა კი - დავუმატოთ წვნიანს.
იმერული სოკოს წვნიანი მზადაა, სერვირება კი - თქვენზეა..

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან