ახალგაზრდა მამაკაცის გატაცება საოკუპაციო ზოლთან / ახალი ექსპერტიზები შაქარაშვილის საქმეში #LIVE

11.07.2020 34:00

• სოკოს საკრეფად წასული 33 წლის ახალგაზრდა რუსმა სამხედროებმა ჯერ ფეხის არეში დაჭრეს, შემდეგ კი დააკავეს. ქართულმა მხარემ ფაქტის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს აცნობა, რომლებიც პროცესში უკვე ჩაერთნენ; გატაცება საოკუპაციო ზოლთან და პოლიტიკური შეფასებები;  • გენეტიკური ექსპერტიზა და დამატებითი კვლევა, რომელმაც 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში ყველაზე მთავარ კითხვას უნდა უპასუხოს. გიორგი შაქარაშვილის ოჯახი Toyota Camry -ში მჯდომი პირებისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს, რასაც ბრალდებულთა ადვოკატები არ ეთანხმებიან;  • მეჩეთად გადაკეთებული ტაძარი და საერთაშორისო საზოგადოების შეფასებები - იუნესკო აია-სოფიას კულტურული სტატუსის გადახედვას გეგმავს. დასავლეთის კრიტიკას პრეზიდენტი ერდოღანი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში ჩარევად მიიჩნევს; • ბერშუეთის სამონასტრო კომპლექსს საფუძვლიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება და გვიანდელი ჩარევების გამო ფორმაშეცვლილი ტაძარი ავთენტური სახით აღდგება. სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: