საქონლის ხორცის როლები | შეფი ლევან კობიაშვილი

26.01.2022 08:13

დღეისთვის შეფ ლევანი, კიდევ ერთხელ, თქვენს სამზარეულოს არსენალს გაამრავალფეროვნებს და მორიგ გემრიელ კერძს შემოგთავაზებთ. Elit Electronics • ელიტ ელექტრონიქსი Bosch Home Blauenstein/ბლაუენშტაინი ევროპროდუქტი • Europroduct DIKA / დიკა გამოგვყევი: instagram:   / ​​   facebook:   / chef.cave​​   tiktok: https://www.tiktok.com/ChefCave ______________________________________ დაძენძილი სულგუნი საქონლის ხორცი ნიორი არაჟანი ისპანახი მწვანილები საქონლის ხორცი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და კარგად დავბეგვოთ. მოვაყაროთ პილპილი, მარილი. შუაგულში მოვათავსოთ დაძენძილი სულგუნი, ისპანახის ფოთოლი და გადავახვიოთ. კულინარიული ბაწრით გავკვანძოთ რომ ხორცი მომზადებისას არ გაიხსნას. შემდეგ დავჭრათ წვრილად ხახვი, ნიორი,ქინძი , ისპანახს მოვაჭრათ ღეროები და უკვე შეგვიძლია გადავიდეთ მომზადებაზე. ტაფა გავახუროთ ზეთთან ერთად და დავიწყოთ ხორცის შეწვა. ხორცის შეწვის შემდეგ იგივე ნამწვავში მოვთუშოთ ხახვი, მოვწალოთ ისპანახი, დავუმატოთ მწვანილი, ცოტაოდენი მწვანე აჯიკა. გარნირი მზადაა. გადავიდეთ სერვირებაზე. გემრიელად მიირთვით.

გაზიარება: