ხინკალი khinkali
პორცია: 20-25 ც ხინკალი ცომი 700 გ ფქვილი 300 გ წყალი 10 გ მარილი მოზილეთ მაგარი ცომი. ეცადეთ წყალი მეტი არ დაამატოთ. თავიდან ძალიან მშრალი და განცალკევებული ჩანს ცომი მაგრამ დიდი ხნის ზელვის შემდეგ შეიკვრება და ელასტიური გახდება. ზილეთ დაახლოებით 10-12 წთ. მოათავსეთ ცომი საკვების ცელოფანში და დაასვენეთ ნახევარი საათით. შიგთავსი 150 გ გატარებული ღორის ხორცი 250 გ გატარებული საქონლის ხორცი 1 ც დიდი ხახვი (დაჭრილი ან გატარებული) 1 ს/კ მარილი 1 ჩ/კ წითელი დაღერღილი წიწაკა 1/2 ჩ/კ ძირა 200-240 მლ თბილი წყალი მწვანილი სურვილისამებრ მომზადება შიგთავსის მოსამზადებლად შეურიეთ ყველა ინგრედიენტი წყლის გარდა. წყალი ბოლოს დაამატეთ რომ მასა გახდეს ოდნავ თხელი. ცომი გაყავით 3 ნაწილად. გააბრტყელეთ 1 ნაწილი, დანარჩენი შეინახეთ საკვების ცელოფანში. გამოჭერით რგოლები ჭიქის გამოყენებით. სათითაოდ გააბრტყელეთ ყველა რგოლი. გაბრყელებული ცომი ერთმანეთს არ დაადოთ ფქვილის გარეშე. სანამ შიგთავს მოათავსებთ, აადუღეთ წყალი დიდი ქვაბით. ჩაყარეთ 1 ს/კ მარილი. მოათავსეთ 1 ს/კ ხორცის შიგთავსი გაბრტყელებულ რგოლზე და მოახვიეთ. (იხ.ვიდეო) მოხვეული ხინკალი მოათავსეთ ოდნავ ფქვილ მოყრილ დაფაზე. დიდხანს არ გააჩეროთ ხინკლები დაფაზე, როცა მოამზადებთ 10-15 ცალს, ფრთხილად ჩააწყვეთ ადუღებულ წყალში, მოურიეთ ხის კოვზით ფრთხილად, რომ ძირზე არ მიეწებოს. ადუღეთ 10 წუთით. ამოიღეთ ნახვრეტებიანი კოვზით, მოაყარეთ პილპილი და მიირთვით. გაამოთ By The Light of the Silvery Moon by E's Jammy Jams Creative Commons — Attribution 3.0 Unported— CC BY 3.0 https://creativecommons.org/licenses/... Music provided by FreeMusic109 / freemusic109
Tamar's Food Therapy-ის სხვა ვიდეოები
06:25
Stained Glass Christmas Cookies / საშობაო ორცხობილ...
01:58
Chia Pudding / ჩიას პუდინგი
06:24
Khinkali / How To Make Georgian Dumplings
07:16
Banana Bundt Cake With Chocolate Cream Cheese Fill...
10:47
ტორტის ბისკვიტი/კლასიკური ღრუბელი ბისკვიტი
14:05
კრემი პატისიერი / საკონდიტრო კრემი / მოხარშული კრე...
07:44
შოკოლადის მუსი
მსგავსი ვიდეოები
ხინკალი Khinkali
Restaurant Ethnographer
ხინკალი - Khinkali - Хинкали
VOI CHEF Recipes
ხინკლის მოხვევა
Marika Sulkhanishvili
ქალაქური or მთიულური / ხინკალი Khinkali
მუჩლი • Muchli
ორსართულიანი ხინკალი/ khinkali
npa. ge
რესტორანი "ლესელიძის 9" ხინკალი khinkali
leselidze9
ამას რა არ გაჭმევს? - Foodcast-ი სალომე ტეტიაშვილთან
მუჩლი • Muchli
ხინკალი hinkali khinkali~Аппарат для производства хинкали ~...
EHRAM HESENLI PRODUCTION.