ზუგდიდის მერმა და დეპუტატმა ერთმანეთს „საცოდავი“ და „უზრდელი“ უწოდეს
11/01/2019
Radio Atinati-ის
მიერ
ზუგდიდის მერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ გიორგი შენგელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
საკრებულოს წევრმა მერი ნეპოტიზმში და შეუსრულებელ დაპირებებში დაადანაშაულა. გარდა ამისა, წითლიძემ შენგელიას უთხრა, რომ მისი მერობის პირობებში „ქურდული გარჩევების“ ფაქტებმა იმატა და ეს მასთან პირდაპირ კავშირშია, რადგან მერის არჩევნებში სწორედ „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.
ენმ-ს წევრმა მერს იმ პირების ფოტოებიც გადასცა, რომლებიც წითლიძის მტკიცებით, „კანონიერი ქურდები“ არიან და ზუგდიდს „მართავენ“.
„მერიის ააიპ-ში დაასაქმეთ თქვენი დეიდაშვილი. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად კი დაინიშნა მიხეილ ჭკადუა, თქვენი უახლოესი მეგობარი და მხოლოდ იმიტომ, რომ ის თქვენი მეგობარია. ასევე თქვენმა მეგობარმა და საკრებულოს თავმჯდომარის ნათესავმა ლაშა ბოხუამ ბოლო დროს მოიგო 18 ტენდერი და აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვაც, რაც კორუფციული გარიგებაა. თქვენ შეგნებულად ხუჭავთ თვალს ან თქვენც ხართ ამაში გარეული“, - უთხრა წითლიძემ მერს.
„ძალიან მეცოდებით“, ამ სიტყვებით დაიწყო გიორგი შენგელიამ დეპუტატისთვის პასუხების გაცემა, რისთვისაც მერმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების აპლოდისმენტები დაიმსახურა. ანა წითლიძე მსგავსმა მიმართვამ გააღიზიანა და მან მერს „უზრდელი“ უწოდა.
„თქვენი მიზანი არის პოპულიზმი და სიტუაციის ესკალაცია. თქვენგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის მიზანია საქმის კეთება. ჩემი ბიძაშვილობა კი რატომ უნდა უშლიდეს ადამიანს, თუკი მას აქვს ამის უნარი სამსახური დაიწყოს?! თუ ის პროფესიული თვალსაზრისით დაუშვებს შეცდომას ჩვენი გუნდი აგებს პასუხს და თქვენი პოპულიზმი არ არის საჭირო. რაც შეეხება ბოლო ფოტოებს, რაც წარმოადგინეთ „მაყურებლებზე“, მე არ ვიცი ვინ არიან ესენი და რას მართავენ. მე ვიცი, რომ ზუგდიდს ვმართავ მე და ჩემი გუნდი“, - ასე უპასუხა მერმა დეპუტატის ბრალდებებს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: / atinati1059
Instagram: / radioatinati1059fm