ტრენინგი გენდერულ საკითხებში მრჩეველთათვის

01/13/2014
Tamara Karelidze-ის მიერ

გენდერის რაობა, ეროვნული სამოქმედო გეგმა, გენდერული მეინსტრიმინგი, სტერეოტიპები და ინსტიტუციური მექანიზმები. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, ორგანიზაცია \"ოქსფამსა\" და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ერთად, ამ და სხვა საკითხებზე, ტრენინგი გამართა.
ტრენინგი სხვადასხვა უწყებებში გენდერის საკითხებზე მრჩეველთათვის ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ეს თანამდებობა, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და კოალიცია \"ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის\" ინიციატივით იქნა შემოღებული.
გენდერის საკითხებში მრჩეველი, სამინისტროებს შორის პირველად, დავით ნარმანიას უწყებაში დაინიშნა. რეგიონული განვითარების სამინისტროს რეკომენდაციითა და ხელშეწყობით კი, მსგავსი თანამდებობა 39 რეგიონშიც იქნა შემოღებული.
ტრენინგი ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი მსვლელობისას, გენდერის საკითხებში მრჩევლები, საფუძვლიანად გაეცნენ ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს, გენდერულ ბიუჯეტირებასა და საკითხებს, რომლებიც, მათი მუშაობის ძირითადი მიმართულებაა.
სიუჟეტი მომზადდა პროექტ, \"გენდერულად სენსიტიური ინფორმაცია გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში\" ფარგლებში, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი ფონდის, \"კვინა ტილ კვინას\" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

@vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/