"მამაკაცური საუბრები" პანკისში

01/30/2014
Tamara Karelidze-ის მიერ

გენდერული თანასწორობა, ქალისა და კაცის განმასხვავებელი ნიშნები, ქალის ჩართულობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ძალადობა და მისი დაძლევის პროცესში მამაკაცთა მეტი ჩართულობა - ეს \"მამაკაცური საუბრების\" ძირითადი თემაა. ის მიშელ კაუფმანის რეგიონული ტრენინგ-კურსის მიხედვითაა დაგეგმილი და ამჟამად, პანკისში ჩატარდა:
ტრენინგი ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში დაიგეგმა, რომლის მიზანიც საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული ღონისძიებების გზით, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პრევენცია და აღმოფხვრაა.
ტრენინგის მონაწილეები, ამჟამად, მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ. ბევრი მათგანი ამბობს, რომ \"მამაკაცურმა საუბრებმა\" გარკვეული საკითხები სხვა კუთხით დაანახა:
\"მამაკაცური საუბრების\" პარალელურად, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა პანკისში ახალი კვლევა დაიწყო, რომლის მიზანი ძალადობის იმ ფორმათა გამოვლენაა, რომლებიც ქალთა მიმართ არსებობს. შეხვედრებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მრჩეველი გენდერის საკითხებშიც ესწრებოდა. ის ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო და მონაწილეებსაც შეხვდა.
პოლიციელების გარდა, კვლევის პირველ ეტაპში მონაწილეობა რელიგიურმა ლიდერებმაც მიიღეს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, კითხვებზე მიღებული პასუხები ორივე მხრიდან, ნიშანდობლივი და საინტერესო იყო.
ევროკავშირის ეს პროექტი ერთი წლის მანძილზე გრძელდება, კვლევა კი ექვს თვეს მოიცავს. მიზანი პანკისის მოსახლეობის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ასევე, ლტოლვილთა ცნობიერების ამაღლებაა იმ საკითხებისადმი, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობას ეხება.
სიუჟეტი მომზადდა პროექტ \"თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის\" ფარგლებში, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს.


@vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/