„კაცები ზრუნავენ“ - ტრენინგი ზუგდიდში
ასოციაცია „ათინათში“ დახურული ტრენინგი „მამაკაცური საუბრები“ გაიმართა, რომელსაც სპეციალურად მოწვეული მამაკაცები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სხვადასხვა სავარჯიშოსა და აქტივობის დახმარებით ისეთ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა ოჯახში საქმეების თანაბარი გადანაწილება, შვილების აღზრდასა და მოვლაში თანაბარი ჩართულობა, ოჯახის წევრებზე ზრუნვა და ძალადობის ელემენტების ამოცნობა და მათი გამოაშკარავება. ერთ-ერთი ტრენერის სანდრო სულაქველიძის თქმით, ტრენინგები იმითაც მნიშვნელოვანია, რომ თავად მამაკაცები მიდიან ოჯახის საქმიანობასა და ზრუნვაში მათი თანაბარი ჩართულობის აუცილებლობის დასკვნამდე. „ზუგდიდში მეორედ ვარ ამ ტრენინგზე და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან აქტიურები არიან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაში. შეხვედრა საინტერესოდ მიმდინარეობს“, - აღნიშნა რადიო „ათინათთან“ სულაქველიძემ. ტრენინგით კმაყოფილები არიან მონაწილეებიც და ამბობენ, რომ მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია კაცების მეტი ჩართულობის, გამოცდილებისა და ცოდნისთვის. ტრენინგის მიზანი მამაკაცთა ჩართულობისა და ზრუნვის კუთხით ცნობიერების ამაღლებაა. მას გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) კამპანიის "კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში ახორციელებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
კაცები ზრუნავენ
giorgi liparishvili / გიორგი ლიპარიშვილი
მამა, წიგნი წამიკითხე/ ზვიად კვარაცხელია
კაცები ზრუნავენ
მამა, წიგნი წამიკითხე/ზვიად დევდარიანი
კაცები ზრუნავენ
მამა, წიგნი წამიკითხე/მღვდელი ილია ჭიღლაძე
კაცები ზრუნავენ
მამა, წიგნი წამიკითხე/გიორგი ბეჟანიშვილი
კაცები ზრუნავენ
წერილი მამისაგან
კაცები ზრუნავენ
მამა წიგნი წამიკითხე/გიორგი ლობჟანიძე
კაცები ზრუნავენ
მამა წიგნი წამიკითხე/ბექა კოკაია
კაცები ზრუნავენ