მამაკაცური საუბრები გენდერზე
თელავში „მამაკაცური საუბრების" თემაზე ტრენინგი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი ადგილობრივმა თორმეტმა მამაკაცმა გამოთქვა. ტრენინგის მიზანს გენდერული თანასწორობის მიღწევის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებების რეალიზაციის და გენდერული ძალადობის პროცესში მამაკაცების როლის გაძლიერება წარმოადგენდა. კასკადური ტრენინგი -„მამაკაცური საუბრები" „თეთრი ბაფთის" კამპანიის დამაარსებლის, მაიკლ კაუფმანის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით ქალების მონაწილეობის გარეშე ტარდება. ლექცია-სემინარი გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ პროექტ „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" ფარგლებში, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის და გაეროს ქალთა ფონდის ორგანიზებით ხორციელდება. თელავის შემდეგ აღნიშნული ღონისძიება კახეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/XuUOE2
მსგავსი ვიდეოები
მამაკაცური საუბრები
Mencare Georgia
„მამაკაცური საუბრები“ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვი...
Business Media Georgia
"მამაკაცური საუბრები" პანკისში
Tamara Karelidze
დუისში „მამაკაცური საუბრები" გრძელდება
ტელეკომპანია თანამგზავრი
სწავლება “მამაკაცური საუბრები”
NDA ETA
„კაცები ზრუნავენ“ - ტრენინგი ზუგდიდში
Radio Atinati
30 01 14 'მამაკაცური საუბრები' პანკისში
WIC ORG
"ქალი და მამაკაცი" 08.08.17 საუბრები ყველაფერზე
Georgian Public Radio