ჩვენი შვილები საფრთხეში არიან!

06/21/2017
ზნეობა Zneoba-ის მიერ

ხელისუფლებას სკოლებში სექსუალური განათლება (რეპროდუქციული ჯანმრთელობა) და მამათმავლობის სწავლება (გენდერი) შეაქვს!

* * *
ევროპული კომისია (ECRI) რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მოხსენება საქართველოს შესახებ

გამოქვეყნდა 2016 წლის 1 მარტს და მისი ნახვა ქართულ ენაზე ყველას შეუძლია ევროპული კომისიის საიტზე (ლინკი ქვემოთ არის მითითებული).

კერძოდ, ამ დოკუმენტში ევროკომისია აღნიშნავს, რომ:

\"106. (საქართველოს) საგანმანათლებლო სექტორში არ დანერგილა სპეციალური პროგრამები ლგბტ პირთა მიმართ ტოლერანტობის ხელშეწყობისათვის, არც სკოლებში და არც უნივერსიტეტებში\" (გვ. 39).

ამიტომ ევროპული კომისია რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავრობას:

\"108. ECRI იძლევა რეკომენდაციას, გადაიდგას ნაბიჯები ლგბტ პირთა წინააღმდეგ მიმართულ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციასთან საბრძოლველად. ეს უნდა განხორციელდეს ლგბტ თემსა და სახალხო დამცველთან თანამშრომლობით, რომელმაც უნდა მიიღოს სათანადო დახმარება ლგბტსადმი მიძღვნილი დეპარტამენტის შექმნაში. ასევე, შემუშავდეს სათანადო ელემენტები სკოლებში ცნობიერების ასამაღლებლად ….\" (გვ. 39)

ამ რეკომენდაციაზე საქართველოს მთავრობა პასუხობს (გვ. 61-62), რომ გენდერული (ანუ ლგბტ) საკითხების შეტანა სკოლაში უკვე გაცილებით ფართოდაა წარმოდგენილი და ამისთვის სპეციალურად მას დაბალი კლასებიდანვე შემოაქვს ახალი საგანი \"მე და საზოგადოება\" და განახლებული \"ჩვენი საქართველო\":

\"ტერმინი \"ლგბტ\" არ არის ნახსენები ეროვნულ სასწავლო კურსში, როგორც დამოუკიდებელი ტერმინი, თუმცა, ტოლერანტობისა და სხვათა რწმენისა თუ ამა თუ იმ ჯგუფისადმი მიკუთვნების თავისუფლების პატივისცემა გათვალისწინებულია სოცალურ მეცნიერებათა ჯგუფის საგნების სასწავლო პროგრამაში...

ამ ეტაპზე სოციალურ მეცნიერებათა სტანდარტი საწყის საფეხურზე უკვე შემუშავებულია, სადაც გენდერული საკითხები გაცილებით ფართოდაა წარმოდგენილი. ახალი სასწავლო პროგრამის მიხედვით (განსხვავებით 2011-2014 წლების სასწავლო პროგრამისგან) სოციალური სწავლება იწყება მესამე კლასიდან:
ა) III-IV კლასებში იგეგმება ახალი საგნის შემოღება − \"მე და საზოგადოება\"...
ბ) V-VI კლასებში ისწავლება საგანი \"ჩვენი საქართველო\".

http://www.coe.int/t/dghl/monitoring/...

* * *
15 მაისს განათლების სამინისტრომ გაეროს 3 ფონდთან ხელი მოაწერა შეთანხმებას ამაზე:

“ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, ჯანსაღი ცხოვრება და რეპროდუქციული ჯანმრთელობა უახლოეს მომავალში ქართული სკოლის სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი იქნება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) გენდერული თანასწორობის ერთობლივ პროგრამასთან, რათა დაეხმაროს ეროვნული სასწავლო გეგმის მიმდინარე რევიზიას და დაეხმაროს ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის საკითხების ინტეგრირებას საგანმანათლებლო პროგრამაში შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

საქართველოს განათლების სამინისტროსა და გაეროს სამ უწყებას – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერების სტრუქტურას (გაეროს ქალთა ორგანიზაცია) შორის თანამშრომლობა მოიცავს საშუალო განათლების სამ ძირითად სფეროს:

* ფორმალური განათლება სკოლებში;
* არაფორმალური განათლება, მათ შორის არჩევითი საგნები და მშობელთა განათლება;
* პროფესიული განათლება და ტრენინგი.

გაერო დაეხმარება განათლების სამინისტროს სკოლის და კოლეჯის სასწავლო გეგმის ანალიზში გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავებაში, სწავლების მეთოდოლოგიების განახლებაში, მასწავლებლების და პროფესიული ორიენტაციის კონსულტანტების მომზადებაში და გაუზიარებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელების ხელშესაწყობად ზოგადი განათლების მეშვეობით.”

წყარო: agenda.ge
(საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინგლისურენოვანი ალმანახი)

P.S.
უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც საუბარია “გენდერულ თანასწორობაზე”, იგულისხმება არა ქალი და მამაკაცი, არამედ გარყვნილების და პათოლოგიების ის სახეები, რომლებსაც სოდომიის ცოდვის პროპაგანდისტებმა “მეცნიერული” ტერმინები დაარქვეს…

http://zneoba.ge/4517

ვიდეოები „ზნეობა Zneoba"-ისგან