ანასტასია გვაჯაიას დედა - სალომე გარდავა
#კორონავირუსი #ეკრანზემიჯაჭვულობა #ტასოსსამაჯურები კორონავირუსის საფრთხის გამო, სახლიდან მუშაობდა ტასოს დედა სალომე, რომელიც გვიყვება, რომ თავიდან შვილების ეკრანზე მიჯაჭვულობას ვერ გაექცა, თუმცა შემდეგ ბავშვებს ციფრულ ხელსაწყოებზე წვდომა შეუზღუდა და სხვადასხვა აქტივობებით დააინტერესა. ,,პანდემიის დროს ძალიან ბევრი რამე ვცადეთ, იყო ეს ტილოზე ხატვა, ფაზლების აწყობა, შეფერადება, მოხატვა. აქამდე მივედით, მძივებით ძალიან დაინტერესდა, მძივები პირველად აჩუქა ნათლიამ დაბადების დღეზე. მერე უკვე ძალიან უნდოდა, რომ ახალ წელსაც თოვლის ბაბუას მოეტანა, თოვლის ბაბუამ გამოუგზავნა მძივები. გვეგონა, რომ დაინტერესება დიდი ხანი არ გაჰყვებოდა, მაგრამ აწყობს, ძალიან დაინტერესებულია, უყვარს როდესაც შეკვეთები აქვს, ძალიან დიდ მონდომებას დებს თვითონ. პანდემიის დროს, როცა დაკეტილი იყო მაღზიები, შემთხვევით ონლაინ აღმოვაჩინეთ ერთი გოგო, რომელიც ყიდდა მძივებს, ონლაინ რამდენჯერმე გამოვწერეთ, მერე შევხვდით, ახლა უკვე თვითონაც იცის სად იყიდება, როდესაც ახერხებს თვითონაც არჩევს და ყიდულობს, - ამბობს სალომე, რომელსაც 8 წლის ანასტასიასთან ერთად 10 წლის და 4 წლის ბიჭიც ჰყავს. ანასტასიამ იცის, დღის განმავლობაში რისი გაკეთება შეიძლება და რის არა. ტელეფონით სარგებლობა მხოლოდ შაბათ-კვირას აქვს ნებადართული. მას შემდეგ, რაც გაკვეთილებს მოამზადებს, ხატავს, ძერწავს, ძმებთან ერთობა და დრო ხელსაქმისთვისაც რჩება. ,,ორშაბათიდან პარასკევიმდე გაკვეთილებს ვსწავლობ, შაბათ კვირას ტელეფონს გვაძლევენ დედიკო და მამიკო და ტელეფონით ვიღებ ტიკტოკისთვის ვიდეოებს’’, - გვეუბნება ანასტასია. გვიყვება, რომ ამჯერად სოციალურ ქსელ პინტერესტზე ეძებს ვიდეოებს და სწავლობს ხელნაკეთობების დამზადების ტექნიკას. როცა ბევრი შეკვეთა აქვს, სამაჯურების აკინძვაში მშობლებიც ეხმარებიან. ,,თუ ნებას მრთავს ვეხმარები, ვფუთავთ ერთად. თუ არის შეკვეთა, ვიღაცას რომ მეორე დღეს უნდა უკვირს ხოლმე, ასე მალე რატომ უნდათო, წუხს, მე თან რომ ვმეცადინეობ, იმდენი დრო არ მაქვსო. სკოლა რომ იწყებოდა, ამბობდა, ახლა როდის მოვასწრებ გაკვეთილების მომზადებას, როდის მექნება დრო რომ მძივები ვაკეთოო, მაგრამ ჯერ ჯერობით ყოჩაღად ართმევს თავს’’, - გვეუბნება სალომე. მას შემდეგ, რაც სკოლაში დაბრუნდა, საკუთარი ხელით გაკეთებული სამკაული მეგობრებსა და მასწავლებელსაც აჩუქა. ,,მასალების საყიდლად ისევ თავის ფულს ხარჯავს, ჩვენ არ გვთხოვს ხოლმე ახალი მძივების შეკვრა ვუყიდოთ. აქვს თავისი ფული მუდმივად და ახერხებს, რომ რაღაცები დაამატოს, თუ დააკლდა ფერები თავისი ბიუჯეტიდან ფარავს ხარჯებს’’, - ამბობს ანასტასიას დედა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
პანდემიის გამო სახლში ჩაკეტილი 8 წლის ანასტასიას ხელსაქმის ა...
Radio Atinati
ანასტასია
Lenda Lenda
ჩემი ეზოს დათვალიერება
ანასტასია
ანასტასია
Anastasia Miqaia
ანასტასია
Kaxa Gogoladze
ანასტასია
ლიკა ტასო
ანასტასია
dato TchabaSvili
ანასტასია
mzia buzaladze