PKTV. რამდენად საფრთხის შემცველია უცხოური ინვესტიციები საქართველოსთვის? რა არის ეროვნული ბანკი

06.12.2025 01:16:50

● გვესტუმრეთ: https://pktvgeorgia.ge/index.php ● შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/pktv.ge/ 04.12.2025 წ. გამოიწერეთ ჩვენი არხი PKTV . მოგვწერეთ შეკითხვები, დატოვეთ კომენტარები. ტელეკომპანია PKTV თქვენს სამსახურშია! "პირდაპირი და პაკეტური უცხოური ინვესტიციები - არის თუ არა საფრთხის შემცველი ისინი საქართველოსთვის? რას ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკი და რამდენად ამართლებს იგი ამ სახელწოდებას?" "რატომ გაანადგურა საქართველოს ინდუსტრია ქონების გადასახდის გაუაზრებელმა შემოღებამ და ვინ იდგა ამ ავანტიურის უკან? რატომ უნდა დაიწეროს თავიდან საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის? რატომ გვევლინება საქართველოს ეროვნული ბანკი იმ მსაჯის ფუნქციით, რომელიც შეთავსებით გუნდის კაპიტანიცაა? - უვიცობა თუ მიზანმიმართული თაღლითობა? - რასთან გვაქვს რეალურად საქმე?" აი კითხვები და მთავარი თემა გადაცემისა, რომელიც 2025 წლის 4 დეკემბერს გავიდა ტელეკომპანია PKTV -ის პირდაპირ ეთერში ზაქარი როჭიკაშვილის საავტორო პროგრამაში" რეალური ანალიზი PKTV-ზე". დღევანდელი გადაცემის სტუმარია პუბლიცისტი, ეკონომისტი, ჟურნალისტ-გენერალისტი ეკონომიკის მიმართულებით, ბატონი სოსო სიმონიშვილი. ფაქტობრივად ესაა გაგრძელება იმ დიდი თემისა, რომელიც ტელეკომპანიამ ეს-ესაა წამოიწყო. საუბარია იმ კატასტროფულ ეკონომიკურ გადაცდომებზე, შეცდომებსა თუ დანაშაულობებზე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა ბოლო სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რის გამოც საქართველოს მოსახლეობა ქვეყნიდან გარბის. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსვამთ უმწვავეს კითხვას - თუ ეს ყველაფერი იცოდა და დღესაც კარგად იცის ქართულმა ეკონომიკურმა საზოგადოებამ, ე.წ. ეკოელიტამ, მაშინ რატომ დუმდა და დუმს დღესაც? რატომ არ არისხებდა და არ არისხებს ახლაც განგაშის ზარებს? ფაქტია, ბოლო სამ ათეულ წელზე მეტია საქართველოს ხელისუფლება, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა, ნებით თუ უნებლიეთ, მონაწილეობს ქართველი ხალხის გენოციდში. ჩვენი ხალხის დღევანდელი მდგომარეობა მრავალი კუთხით და მრავალ სასიცოცხლო სფეროში კარგა ხანია გასცდა საგანგაშო ნიშნულს. დანარჩენს გადაცემიდან შეიტყობთ. გადაცემის ავტორი და წამყვანი - ექიმი, ანალიტიკოსი, მოძრაობა "საქართველოს შვილების" ლიდერი ზაქარია როჭიკაშვილი; სტუმარი - ჟურნალისტი, პუბლიცისტი, ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი .; ოპერატორი _ გიორგი ფრანგიშვილი; მიმართულების ხელმძღვანელი და პროდუსერი - ქეთი სესიაშვილი. მონტაჟი - ქეთი სესიაშვილი. ასე რომ, გვიყურთ ჩვენ, ტელეკომპანია PKTV არ მოგატყუებთ. გაგრძელებები იქნება... ტელევიზია pktv-ს ახალი მაყურებლის საყურადღებოდ: ჩამონათვალს გიწერთ აქ და უყურეთ, რომელი პროვაიდერითაც გინდათ: silktv - 251-ე არხი, magticom- 49-ე არხი, CTV1, myvideo.ge - live , "ახალი ქსელები", სჯს. საარქივო გადაცემები youtube.com-ზე ( აკრიფეთ pk tv2), მწვანე ლოგო. საარქივოც და პირდაპირი ეთერი - myvideo.ge pktv გამოიწერეთ ჩვენი არხი pk tv2; გთხოვთ, ნუ დაიშურებთ ყოველთვიურად სულ მცირე 1 ლარს . ისევე თქვენს სასარგებლოდ, რადგან ჩვენ მართლა გულწრფელად გემსახურებით მართალი სიტყვითა და ინფორმაციებით ● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV ●

გაზიარება: