MOE: კომიტეტმა ქ. ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებისა და ტყით სარგებლობის საკითხები განიხილა


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
ქ. ჭიათურაში ჩატარდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი სხდომა.
სხდომას დაესწრნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნელი კორკოტაძე, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი თამარ შარაშიძე, პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი და კომიტეტის სხვა წევრები.
ღონისძიების ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, აგრეთვე მოსახლეობას და გაეცნენ ადგილზე არსებულ პრობლემებს, მათ შორის, მანგანუმის მოპოვებასა და ტყითსარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს და პრობლემებს.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან