ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის ანაგრიში წარადგინა

11/01/2016
Radio Atinati-ის მიერ

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და ქალაქის მერმა 2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს.

მერმა ირაკლი გოგოხიამ დადებითად შეაფასა 9 თვის განმავლობაში გაწეული მუშაობა. მან აღნიშნა, რომ 2014 წელთან შედარებით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაზრდილია, 2014 წელს ის 16 მილიონი ლარს შეადგენდა, ხოლო 2016-ში - 29 მილიონი ლარია.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

საკრებულოს წევრის ბათლომე შელიას შენიშვნაზე კომბინატის დასახლებაში არსებული წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით, მერმა განაცხადა, რომ წლევანდელი წლის პრიორიტეტი სწორედ კომბიანტი იყო და წყლის მომარაგების პროექტი უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, წყლის და კანალიზაციის პრობლემა 2018 წლამდე არა მხოლოდ კომბინატში, არამედ ზუგდიდში მთლიანად უნდა მოგვარდეს.

ფეხბურთის თემასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა საკრებულოს ერთ-ერთ წევრს ანა წითლიძეს. მისი ინფორმაციით, გუნდში ორი თვის ხელფასებია გაუცემელი. გოგოხიას თქმით, გუნდს ხელფასების ნაწილი დაერიცხება, გარდა ამისა საკუთარი სავარჯიშო მოედანიც ექნება.



რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან