კორცხელის საქმეზე საჯარო მოხელე, ჟურნალისტი და პოლიციელები დაიკითხნენ
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით მოწმეები დაკითხვა გრძელდება. დღეს დასაკითხი 11 მოწმიდან სასამართლომ 10-ის პასუხებს მოუსმინა. დღევანდელ პროცესზე ჩვენება მისცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის უფროსმა მერი შენგელაიამ. მისი მტკიცებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რეპლიკებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გაღიზიანებას ცდილობდნენ, რამაც შემდეგ სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია. „მე გავიგონე, როგორ შეაგინა ნიკა მელიამ მათი მისამართით, ვინც 41-ის შემოხაზვას აპირებდა. რაც შეეხება უშუალოდ ჩხუბს, დავინახე, როგორ ურტყამდა ნაციონალების მომხრე ხელკეტს ერთ-ერთ პირს. რა თქმა უნდა, შეუიარაღებელ ადამიანს რომ თავს ესხმიან, ესეც ხალხის გაღიზიანებას იწვევს. „ააგდეს“ მოსახლეობა, ეს მათი სტილია“, - აღნიშნა შენგელაიამ. „ნაციონალური მოძროაბის“ ლიდერების მხრიდან სიტუაციის დაძაბვასა და გინებაზე ისაუბრა 2016 წლის თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამირან ლაგვილავამ, თუმცა, როგორც ამბობს, თავად მას ეს არ გაუგია. მათგან განსხვავებით, დაპირისპირების დასაწყისის მიზეზებზე არ უსაუბრა ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის პრესსამსახურის ყოფილ უფროსს სალომე მაქაცარიას. მისი თქმით, ნიკა მელიას მხრიდან გინება არ გაუგია და არც ხელკეტი უნახავს, თუმცა კარგად ახსოვს რამდენიმე ბრალდებული. პროცესზე მაქაცარიამ ორი მათგანი ამოიცნო. „გიგა ლუკავა სკოლის ჭიშკართან იდგა რამდენიმე სპორტსმენთან ერთად და მითხრა, რომ არ გადამეღო. ისედაც გაღიზიანებულები არიანო, შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ახლა აქ ზის, იგივე მითხრა და დამემუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კამერას დამილეწავდა “, - უთხრა სასამართლოს მაქაცარიამ. პროცესზე ასევე დაიკითხა პოლიციელი ლაშა კვარაცხელია, რომელმაც ინციდენტის დროს დაზიანება მიიღო. მისი თქმით, ის წაბორძიკდა და წაიქცა, რის შემდეგაც თანამშრომლებმა ჯერ მანქანში, მოგვიანებით კი სავადმყოფოში გადაიყვანეს. რაც შეეხება ფიზიკურ დაპისრისპირებას, მისივე განამრტებით, სიტუაციის განეიტრალება ფიზიკურად ვერ შეძლეს. „სულ 8-9 პოლიციელი ვიყავით, სიტუაცია იმდენად უკონტროლო იყო, შუაში ვიდექით, ვაშველებდით, თუმცა არ მოგვისმინეს. თუ დაისვა კითხვა, რატომ არ დავაკავეთ ადგილზე ინციდენტში მონაწილე პირები, ამას ფიზიკურად ვერ გავწვდებოდით“, - განაცხადა პოლიციელმა. მომდევნო პროცესი 15 ნოემბერს ჩაინიშნა. 22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, კორცხელის საარჩევნო უბანთან, სპორტსმენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ. დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. მათ სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდათ. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი, მათ შორის- ორი პოლიციელი. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ენმ-ის განცხადება კორცხელის საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოწმეების ჩვენებები კორცხელის საქმეზე
Livepress. ge
ე.წ. კორცხელის ინციდენტის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორცხელის ინციდენტის გამოძიება - თამთა შამათავა და ზურაბ ქად...
TV Pirveli
კორცხელის ინციდენტზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება
Radio Atinati
კორცხელის მონასტრის რეაბილიტაცია და ყულევისა და ქარიატის წყა...
Radio Atinati
კორცხელის არჩევნების შედეგები - ხმაურიანი დებატები დღის ამბე...
TV Pirveli
კორცხელის დედათა მონასტრის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 304...
Radio Atinati