ზუგდიდის მერიაში საჯარო მოხელეების ნაწილს ხელფასები გაეზარდა
ზუგდიდის მერიაში მომუშავე პროფესიულ საჯარო მოხელეებს, შრომითი ანაზღაურების ახალი კანონის შესაბამისად, თანამდებობრივი სარგო გაეზარდათ. შესაბამისი ცვლილება სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს, ასევე მთავარ სპეციალისტებს ეხებათ, რაც შეეხება პოლიტიკური თანამდებობის პირებს, კოეფიციენტების ცვლილება ძალაში 2021 წლიდან შევა. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, თანამდებობრივი სარგოს მომატება ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტზე გავლენას არ მოახდენს. გარდა ამისა, საკრებულოში ახალი თანამდებობა - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გაჩნდა, რომლის შრომითი ანაზღაურება 1250 ლარით განისაზღვრა. „კოეფიციენტებზეა დამოკიდებული, ზოგს 100, ზოგს კი 200 ლარით გაეზარდა ანაზღაურება. ჩვენ გვესმის საჯარო მოხელეების დატვირთული გრაფიკი და პასუხისმგებლობა, ეს კიდევ ერთხელ საკრებულოს მოგვცემს საფუძველს, რომ მეტი კონტროლი გავუწიოთ მათი მუშაობის ეფექტურობას და ხარისხს, რომ გაამართლონ მაღალი სახელფასო ანაზღაურება“, - განაცხადა წოწერიამ. საკითხს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ანა წითლიძე ზუგდიდში არსებული სოციალური მდგომარეობის ფონზე ხელფასების ზრდას არ ეთანხმება. „იმის გათვალისწინებით, რომ ზუგდიდელების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის მძიმე და „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ვერცერთი დაპირების შესრულება, ხელფასების გაზრდა არის ძალიან ცუდი და მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - აღნიშნა წითლიძემ. ამავე პოზიციას იზირებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია და ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების ფონზე ხელფასების ზრდა არასწორია. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: / rado.atinati Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ყოფილი საჯარო მოხელეები სამსახურში აღდგენასა და მოქმედი თანა...
Radio Atinati
გამგეობის პრეს-სამსახური: შტაბის წარმომადგენელს არ აქვს უფლე...
Radio Atinati
ზუგდიდის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი განხილვა შ...
Radio Atinati
კორცხელში ორი წლის წინ მოჭრილი ხის მორები ლპება
Radio Atinati
2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დღეს დაიწყო
Radio Atinati
2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დღეს დაიწყო
sopo xubulava
ზუგდიდში სტიქიით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია „სირცხვილია“ 14 სექტემბერს ზუგდიდშიც გაიმართება
Radio Atinati