ზუგდიდში სტიქიით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობენ
სტიქიით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობენ ზუგდიდშიც. ამ დროის მონაცემებით, 20-ზე მეტი კერძო სახლი, დევნილთა ოთხი საერთო საცხოვრებელი და ოთხი საჯარო სკოლა, ასევე განმუხურში მდებარე ამფითეატრი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ქარმა გაწყვიტა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც სოფლების დიდ ნაწილს, სამეგრელოში, დენი არ მიეწოდებოდა. ადგილზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები იმყოფებიან. შესაბამისი სამუშაოების შემდეგ, ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება 20-ზე მეტ სოფელშია აღდგენილი. სტიქიამ მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და გარე განათების ბოძები. მერიის სამსახურების წარმომადგენლები სტიქიის ზონებში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს. სტიქიასთან დაკავშირებით, ზუგდიდის მერიაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უამინდობის შედეგები ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 15 საათზე, პირველი დეკემბერი, 2018 #LIVE
პირველი არხი - LIVE
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აღდგენითი სამუშაოები ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუ...
STV NEWS
ძლიერი სტიქიის შედეგები ზუგდიდში
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ქალაქ ზუგდიდის მერიამ და საკრებულომ სტიქიით დაზარალებული მოს...
ქალაქ ზუგდიდის მერია
სტიქიით დაზარალებული ოჯახი დახმარების მოლოდინში
Radio Atinati