გამგეობის პრეს-სამსახური: შტაბის წარმომადგენელს არ აქვს უფლება საჯარო მოხელე დაკითხოს

29.09.2016 01:54

ზუგდიდის გამგეობის პრეს-სამსახურის უფროსმა და „რესპუბლიკური პარტიის“ ადგილობრივი ოფისის თავმჯდომარემ მაია ღურწკაიამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ გამგეობის თანამშრომლებს „ქართული ოცნების“ შტაბში იბარებენ. მისივე თქმით, საჯარო მოხელეებს შტაბის უფროსი ლაშა გვასალია ხვდება და ეუბნება, რომ სუს-ის ინფორმაციით , ისინი არასაიმედო თანამშრომლები არიან და მმართველი პარტიის სასარგებლოდ არ მუშაობენ. „რატომ უნდა ჰქონდეს პარტიის რომელიმე ორგანიზაციას სუს-ისგან ინფორმაცია, რომელი თანამშრომელი ვის აძლევს ხმას, ან ვის მხარდასაჭერად მუშაობს“, - თქვა ღურწკაიამ. ამასთან, მისი ინფორმაციით, გამგეობასა და მერიაში ანკეტები დარიგდა,რომელშიც თანამშრომლებს უნდა ჩაეწერათ იმ ხუთი ადამიანის პირადი მონაცემი, რომელიც 8 ოქტომბრის არჩევნებზე ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს. „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი ლაშა გვასალია რესპუბლიკელების ბრალდებებს უარყოფს და მას აბსურდულს უწოდებს. „ მეტკინა გული, რომ ასეთი სისულელე ისაუბრა. მე ვინ ვარ, რომ მსგავსი ინფორმაცია მქონდეს ან რა წვდომა უნდა მქონდეს სუს-თან, უბრალოდ, მარცხდებიან მეგობრები და შეტევაზე გადმოდიან“, -აღნიშნა გვასალიამ. მაია ღურწკაიას ბრალდებებს ასევე უარყოფენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა წოწერიას თქმით, ასეთი მითითება არ გაცემულა და ბრალდება უსაფუძვლოა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„ქართული ოცნების“ შტაბი: კორცხელში უხერხული კითხვები გეგა შენგელიას მოგზავნილებმა დაუსვეს
02:04

„ქართული ოცნების“ შტაბი: კორცხელში უხერხული კითხვები გეგა შე...

Radio Atinati

ზურაბ ყურაშვილმა თანამდებობა დატოვა
00:52

ზურაბ ყურაშვილმა თანამდებობა დატოვა

ტელეკომპანია თანამგზავრი

სოციალური პროგრამები თვითმმართველი თემის გამგეობაში
01:24

სოციალური პროგრამები თვითმმართველი თემის გამგეობაში

ტელეკომპანია თანამგზავრი

დოკუმენტბრუნვის ერთიანი ელექტრონული სისტემა გამგეობებში
01:05

დოკუმენტბრუნვის ერთიანი ელექტრონული სისტემა გამგეობებში

ტელეკომპანია თანამგზავრი

თელავის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა -- 11/07/2013
01:12

თელავის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა -- 11/07/2013

ტელეკომპანია თანამგზავრი

„ნაციონალური მოძრაობის\" მხარდამჭერი გამგეობის პრესსამსახურის უფროსის მხრიდან მუქარაზე საუბრობს.
02:45

„ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი გამგეობის პრესსამსახურის...

odishitv

გურამიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან, მიწის მასა ჩამოიშალა
01:52

გურამიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან, მიწის მასა ჩამოი...

Maestro Television

ყოფილი საჯარო მოხელეები სამსახურში აღდგენასა და მოქმედი თანამდებობის პირების გათავისუფლებას ითხოვენ
03:21

ყოფილი საჯარო მოხელეები სამსახურში აღდგენასა და მოქმედი თანა...

Radio Atinati

ყველა ვიდეო