თელავის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა -- 11/07/2013
დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც წინასაარჩევნო მოსამზადებელ პერიოდთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, პარტიები სარეკლამო ბანერებსა და პლაკატებს ქალაქის იმ ნაწილში განათავსებენ, სადაც რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. საკრებულოს სხდომის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „თანამგზავრის" ჟურნალისტებმა მხოლოდ შეხვედრის შემდეგ გაიგეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ ბუცხრიკიძის განაცხადებით, საკრებულოს პრესსამსახური არ ჰყავს, ამიტომ ჟურნალისტებთან ურთიერთობა გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ევალება. გამგეობაში კი მედიის წარმომადგენლებთან პირად საუბარში კეთდება განცხადებები იმის შესახებ, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება მათი კომპეტენცია არ არის. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/18bD1ZK
მსგავსი ვიდეოები
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა - 31 ივლისი
ტელეკომპანია თანამგზავრი
ქალაქ თელავის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
ტელეკომპანია თანამგზავრი
ქალაქ თელავის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
ტელეკომპანია თანამგზავრი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
ტელეკომპანია თანამგზავრი
თელავის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
ტელეკომპანია თანამგზავრი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
knews. ge
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 10/04/2013
ტელეკომპანია თანამგზავრი
თელავის საკრებულოს დეპუტატის წინასასამართლო სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster