აქცია „სირცხვილია“ 14 სექტემბერს ზუგდიდშიც გაიმართება
ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წევრის გიგა მაქარაშვილის თქმით, აქციაზე მოქალაქეები დღევანდელ რეჟიმს გააპროტესტებენ. „ვფიქრობთ, რომ საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში ჩავალთ და ჩავატარებთ პატრა აქციებს. ეს აქციები აუცილებლად ინება გადაცემული პირდაპირ ეთერში. ზუგდიდში 14 სექტემბერს შედგება ეს აქცია. იქნებიან თბილისიდან ჩამოსულებიც, ორგანიზაცია "სირცხვილიას" წევრებიც, მაგრამ მთავარი ბირთვი იქნება ადგილობრივი მოსახლეობა, ვინც თვლის, რომ მართლა სირცხვილია, ამ რეჟიმში ცხოვრება“,- აღნიშნა მაქარაშვილი. დღესვე „სირცხვილიას“ წევრებმა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა მეორე საჯარო სკოლის მიმდებარედ სტიკერები გააკრეს, რითაც ისინი მოქალაქეებს 20 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. „ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, ეს არ არის ერთ ქალაქის საკითხი და პროტესტმა მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას. “ყველაზე მნიშვნლოვანი რაც ხდება რუსთაველზე 20 ივნისიდან მოყოლებული, ეს არ არის თბილისის და რუსთველის საკითხი. ეს არის მთელი საქართველოს საკითხი, იმიტომ რომ მთელს საქართველოში სირცხვილია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში სიარული. ეს არ არის პარტიული კუთვნილება, ან რომელიმე რეგიონის კუთვნილება. საქართველოს მომავალი არის დამოკიდებული იმაზე თუ, რამდენად აქტიურები იქნებიან მოქალაქეები დღეს“, - თქვა ხოშტარიამ. მისივე ინფორმაცით, მსგავსი შინაარსის სტიკერები გუშინაც გააკრეს, თუმცა ხელისუფლებამ ისინი მალევე ჩამოხსნა. „გუშინ ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად გავაკარით სტიკერები და ხელისუფლებამ სასწრაფოდ ჩამოხია, იმიტომ რომ მათ ეშინიათ 20 სექტემბერს დიდი, მასობრივი პროტესტის, რომელიც აუცილებლად იქნება. ასევე პროტესტი იქნება ყველა რეგიონში“, - ამბობს ელენე ხოშტარია. ზუგდიდის მერიაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ღობე სადაც სტიკერები გააკრეს კერძო საკუთრებაა და შესაბამისად მათი ჩამოხსნის უფლება არ ჰქონდათ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გადაცემა #სირცხვილია - 14 სექტემბერი
„მოამბე“ 15 საათზე, 3 სექტემბერი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
„მოამბე“ 10 საათზე, 5 სექტემბერი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
მთავარი 6 საათზე - 20.09.2019
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ახალი სახალხო მოძრაობა ევროპული მომავლის დასაცავად ერთიანდებ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
იმედის კვირა - 3 ივლისი, 2022 წელი
TV IMEDI
მზადება აქციისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია რუსთაველის გამზირზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster