მზადება აქციისთვის

20.06.2020 04:36

20 ივნისის აქციიდან ერთი წლის შემდეგ, დღეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოძრაობა „სირცხვილია“ მშვიდობიანი აქციისთვის ემზადება. ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი აქცია, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება, დაახლოებით ორ საათს გასტანს, იქნება გამოსვლები და რამდენიმე მუსიკალური პერფორმანსი. დღის 14:00 საათიდან გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ავტომანქანები ალტერნატიული გზებით გადაადგილდებიან. რა ხდება ადგილზე, ლიკა ალელიშვილი ჩაგვერთვება, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ აშუქებდა აქციას პარლამენტის შენობასთან და იყო ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც დაშავდა - რა განცხადებები კეთდება აქციის დაწყებამდე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: