Soso Mikeladze – მიყვარხარ და მეყვარები - სოსო მიქელაძე - Miyvarxar da Meyvarebi

03/07/2019
Soso Mikeladze Official-ის მიერ

#მიყვარხარ, #მეყვარები, #სოსომიქელაძე,
ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე
არანჟირება, ხმის რეჟისურა, ბექ-ვოკალი: მახო რეხვიაშვილი
გიტარა: აჩი შრედერი
სტუდია: „Filli Studio“, 2019 წელი, მარტი
Written by: Soso Mikeladze
Arrangement: Makho Rekhviashvili
Photo: Tsiskara Ugrekhelidze

გამარჯობა, ჩემო ძვირფასო საქართველო!
გამარჯობა, საქართველოს ხალხო, და, სრულიად საემიგრანტოვ!

თქვენს წინაშეა სიმღერა სახელწოდებით „მიყვარხარ და მეყვარები“ („კავკასიელის ფიქრები“).
სიმღერის ტექსტის და მუსიკის ავტორი, როგორც ყოველთვის, ვარ მე, სოსო მიქელაძე.
სიმღერის არანჟირება ეკუთვნის ახალგაზრდა, ნიჭიერ ქართველ მუსიკოსს, მახო რეხვიაშვილს. ეს ჩვენი პირველი ერთობლივი ნამუშევარია და ვფიქრობ, მახომ ზუსტად გამოიცნო სიმღერის ბუნება და ხასიათი, მიანიჭა ამ ნამუშევარს ლამაზი ხასიათი - თქვენ თავად შეგიძლიათ შეაფასოთ სიმღერის სადა, მსუბუქი და მომნუსხველი მუსიკალური თანხლება. დიდი მადლობა მახოს არა მხოლოდ ხარისხიანად შესრულებული სამუშაოსა და შედეგისთვის, რომელიც მრავალ ადამიანს მომავალში მოუტანს სასიამოვნო და არაჩვეულებრივ ემოციებს - დიდი მადლობა სამუშაო პროცესის მსვლელობაში გამოვლენილი პუნქტუალობის, ორგანიზებულობისა და მაღალი მოტივაციისათვის.

გულითადი მადლობა შესანიშნავ ქართველ გიტარისტს აჩი შრედერს (ელექტროგიტარა).

კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ცისკარა უგრეხელიძეს, რომელიც, როგორც ყოველთვის, ახლაც, გვერდში მედგა ამ სიმღერის გამოშვების ყველა ეტაპზე.

დიდი მადლობა ირმა როსტიაშვილს, გულითადი მხარდაჭერისა და საქმიანი ხელშეწყობისთვის.

და უღრმესი მადლობა თქვენ, ჩემო ძვირფასო მსმენელებო, რადგან სწორედ თქვენი სასწაული მხარდაჭერის წყალობით შედგა ჩემი, აწ უკვე გამოცემული, წინა სიმღერების უდიდესი წარმატება!..
ვიმედოვნებ, რომ თქვენი მადლიანი ხელი და გულის სითბო
ამ მშვენიერ და თბილ სიმღერასაც უხვად დაჰყვება!
მოგიწოდებთ, რომ იაქტიუროთ წინამდებარე youtube გვერდზე (Soso Mikeladze Official), მოიწონოთ ეს სიმღერა და გააზიაროთ თქვენს სოციალურ ქსელებში.

მიყვარხართ და გისურვებთ დიდ ბედნიერებას, სიხარულს და სიყვარულს!

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

„მიყვარხარ და მეყვარები“

მივალ და მიმაქვს საგულე სავსე შენი მოფერების ზღვით,
ამ გულში რჩება ის ყველაფერი, რაც ერთმანეთთან ვთქვით,
არ მინდა ვნახო თუ როგორ ტირის ჩემი ოცნებების მზე,
როგორ აშორებს ბედი მუხთალი ორისთვის შექმნილ გზებს.

მისამღერი:

ფიქრებია - რაც გულს ატირებს,
ცრემლებია - რაც ვერ გითხარი,
სიტყვებია - რაც არ მაჩერებს,
მიყვარხარ და მეყვარები! (2-ჯერ)

დღეები მიჰქრის, შენ აღარ ჩანხარ, და მზეც ჩემთვის აღარ ჩანს,
მდინარე მოდის, მდინარე მიდის, მდინარე ცრემლებისგან,
შენ რომ მიყვარხარ, მიყვარხარ ძლიერ, როგორც ცას - დედამიწა,
სულ გელოდები, რომ დაბრუნდები - დარდისგან დამიცავ.

მისამღერი:

ფიქრებია - რაც გულს ატირებს,
ცრემლებია - რაც ვერ გითხარი,
სიტყვებია - რაც არ მაჩერებს,
მიყვარხარ და მეყვარები!

მისამღერი: (4-ჯერ)
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

გთხოვთ, ნუ გადაამრავლებთ (მოიპარავთ) კლიპს/სიმღერას;
ნუ ატვირთავთ აღებულ რგოლს თქვენს არხზე სხვადასხვა ფოტოებით და არაადექვატური სახელწოდებებით!!!
ეს არის ჩვენი არხის პრინციპული პოზიცია!
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში.
ვიდეოს/სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი.

   • Soso Mikeladze –  მიყვარხარ და მეყვარ...  
Soso Mikeladze – Miyvarxar da Meyvarebi - სოსო მიქელაძე - მიყვარხარ და მეყვარები
© საავტორო უფლებები დაცულია