საომარი მოქმედებების მე-11 დღე უკრაინაში
03/06/2022
ომის მე-11 დღე. უკრაინაში ბრძოლები ისევ მიმდინარეობს. ქვეყნის გენერალური შტაბის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალები თავდაცვით ოპერაციებს ახორციელებენ სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ოპერაციულ ზონებში, რომ რუსეთის საბრძოლო ჯგუფების შეტევა მოიგერიონ და მათ არ მისცენ საშუალება, რომ ქვეყნის სიღრმეში შევიდნენ. გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ხარკოვი. ბომბები ქალაქის რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა და საცხოვრებელ კორპუსებს დაეცა. ცეცხლი გაუჩნდა მრავალსართულიან შენობას, დაბომბილია ხარკოვთან სამხედრო დასახლებაც. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი ჯარისკაცი. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევის რამდენიმე რაიონშიც. ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს. უკრაინის გაერთიანებულმა ძალებმა რუსეთის არმიის კოლონები შეაჩერეს, რომლებიც ბალაკლეადან დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ წინსვლას ცდილობდნენ. ოპერაციის დროს უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის ტექნიკა და სამხედროები გაანადგურეს. მძიმე ვითარებაა შექმნილი სუმის ოლქში, კერძოდ ახტირკსა და ტროსტიანეცში, სადაც გათიშულია ელექტროენერგია და წყლის მომმარაგებელი სისტემები. მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა შექმნილი მარიუპოლშიც. ქალაქის მერის განცხადებით, მარიუპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჟიტომირის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების, „ჯაველინის“ და „ნლავის“ საწყობი გაანადგურეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.