რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


ომის მე-13 დღე.

უკრაინა რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევებს იგერიებს. ავიაიერიშების სამიზნე ამჯერად სუმის ოლქი გახდა. დაბომბილია საცხოვრებელი სახლები, დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სარაკეტო თავდასხმები მოხდა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ დიპლომატიური მისიების შენობებზეც. კიევთან და სუმთან ერთად საომარი მოქმედებების ეპიცენტრშია ხარკოვი, ჩერნიგოვი, ნიკოლაევი, ზაპოროჟიე. მოლაპარაკების მესამე რაუნდზე მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ჰუმანიტარული დერეფნების საკითხი ისევ ღიად რჩება. მოქალაქეებს საევაკუაციო მარშრუტებზე ცეცხლის გახსნის ეშინიათ. შეხვედრის მორიგი რაუნდი უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის 10 მარტს არის დაგეგმილი. უბლოკო სტატუსი, ყირიმის რუსეთის ნაწილად ცნობა და ლუგანსკის და დონეცკის ოლქების აღიარება - მოსკოვის სამივე მოთხოვნას უკრაინის პრეზიდენტი ულტიმატუმად აფასებს და მოსკოვს დიალოგისკენ მოუწოდებს. უკრაინის საჰაერო სივრცის არ დახურვის გამო ზელენსკის მხრიდან საყვედურები ისმის დასავლეთის მიმართ. ამ წუთებში უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პარლამენტს მიმართავს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან