საომარი მოქმედებების მეთორმეტე დღე უკრაინაში
უკრაინა ისევ იბომბება, დღეს ომის მე-12 დღეა - სარაკეტო დარტყმები არ წყდება. დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქი ნიკოლაევზე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „სმერჩით“ მიიტანეს იერიში. დაბომბილია ქალაქის საცხოვრებელი კვარტალი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. საოკუპაციო ძალები ნიკოლაევის ალყაში მოქცევას ცდილობენ. ძლიერი აფეთქება მოხდა ქალაქ ლუგანსკშიც. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ აფეთქებულია ნავთობის საცავი, რომელიც რამდენიმე წელია არ მუშაობს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის რაიონში საოკუპაციო ძალების კოლონა დაბომბეს. სამხედრო ოპერაციის შედეგად, რუსეთის საჯარისო ნაწილს აქვს როგორც ცოცხალი ძალის, ასევე სამხედრო ტექნიკის დანაკარგები. მარიუპოლში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შვიდი ტანკი და 50-მდე ჯარისკაცი გაანეიტრალეს. რუსული საოკუპაციო ძალების სამხედრო კოლონა გაანადგურეს ხარკოვის მახლობლადაც. ვრცელდება ცნობები, რომ ხარკოვთან უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავიც ჩამოაგდეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საოკუპაციო ჯარების მიერ ქალაქ ვინიცის აეროპორტის სარაკეტო დაბომბვის შედეგად სულ მცირე ათი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან სამოქალაქო პირებიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საომარი მოქმედებების მეთერთმეტე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების მეთოთხმეტე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების მეთოთხმეტე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის მეთვრამეტე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-ს 78-ე ასამბლეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსული აგრესიის შესაჩერებლად უკრაინა MAP-ს ითხოვს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების გავლენა ეკონომიკაზე
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
საომარი მოქმედებების მეათე დღე მთიან ყარაბაღში
Formula News