საომარი მოქმედებების მეთოთხმეტე დღე უკრაინაში
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ვითარება გართულებულია. უსაფრთხოების სისტემებიდან ინფორმაციის მიღება შეწყვეტილია და ვითარებას სრულად რუსული ჯარები აკონტროლებენ. ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები აქტიურ შეტევით მოქმედებებს ვერ ახორციელებენ და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას ბომბავენ. მხოლოდ ხარკოვი ბოლო ერთ დღეში რაკეტებითა და არტილერიით 50-ჯერ დაიბომბა. აფეთქებების შედეგად სუმში 22 ადამიანი გარდაიცვალა. საომარი მოქმედებების პარალელურად, მიმდინარეობს ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზება. უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეიქმნა 6 ჰუმანიტარული დერეფანი. მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა კიევიდან, სუმიდან, ჩერნიგოვიდან, ხარკოვიდან და ალყაში მყოფ ქალაქ მარიუპოლიდანაც იგეგმება. უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო დანაშაულთა გამოძიებაში ოთხი ევროპული ქვეყანა ერთვება. ესენია ლიეტუვა, პოლონეთი, ესტონეთი და გერმანია. აქვე შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 39 ქვეყნის მიმართვის საფუძველზე დაიწყო უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შედეგად სამხედრო დანაშაულთა გამოძიება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საომარი მოქმედებების მეთოთხმეტე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების მეთორმეტე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-ს 78-ე ასამბლეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსული აგრესიის შესაჩერებლად უკრაინა MAP-ს ითხოვს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების გავლენა ეკონომიკაზე
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
საომარი მოქმედებების მეათე დღე მთიან ყარაბაღში
Formula News
უკრაინაში დაგეგმილი დესტაბილიზაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების დროს უკრაინაში მყოფი ქართველები ვიდეომ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia