გაერო-ს 78-ე ასამბლეა

19.09.2023

საომარი მოქმედებების და მშვიდობის საკითხები აქტუალურია გაერო-ს ასამბლეაზე, სადაც 78-ე სესიის ფარგლებში დღეიდან ოფიციალურად აიღო სტარტი გენერალურმა დებატებმა. მედიის განსაკუთრებული ყურადღება შტატების პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისკენ იყო მიმართული. ჯო ბაიდენმა ერთ-ერთი მთავარი აქცენტი უკრაინაში არსებულ ვითარებაზე გააკეთა და პასუხისმგებლობა ომზე რუსეთს დააკისრა. მთელი კვირის განმავლობაში 78-ე გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები მიმართავენ. მათ შორის პარასკევს, 22 სექტემბერს დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა. „მოამბე“ ნიუ-იორკიდან - გენერალური დებატების პირველი დღის შესახებ სალომე ქოქიაშვილი ისაუბრებს.    ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: