ომის მეთვრამეტე დღე უკრაინაში


დაბომბილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ჟენევის კონვენციით აკრძალული იარაღის გამოყენება და ჟურნალისტის მკვლელობა ირპენში, - ასეთია ომის მე-18 დღის მთავარი მოვლენები. რუსეთი აგრესიულ შეტევას არ წყვეტს, უკრაინა კი ისევ „ცის დაკეტვას“ ითხოვს. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია ზელენსკისა და პუტინის სავარაუდო შეხვედრის შესახებ. არ არის გამორიცხული, ორი ქვეყნის პრეზიდენტის მოლაპარაკებებს იერუსალიმმა უმასპინძლოს. ამასთან, საომარი მოქმედებების ფონზე, ე.წ. ხერსონის სახალხო რესპუბლიკის შექმნის მიზნით, რუსი ოკუპანტები რეფერენდუმს გეგმავენ. შესაძლო ბლოკადისათვის ემზადება კიევი. დედაქალაქში საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ორი კვირის მარაგია მობილიზებული. მკაცრია საერთაშორისო გამოხმაურებები.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენება არ გამორიცხა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან