ომი უკრაინაში
ომის 115-ე დღე, რუსული აგრესიის შედეგად 323 ბავშვი დაიღუპა, 580-ზე მეტი კი დაშავდა. უკრაინის აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. რუსი სამხედროები უკრაინის არმიის პოზიციებს არტილერიითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით ბომბავენ. რუსეთის დაბომბვის სამიზნე გახდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც. ოკუპანტების მთელი ძალისხმევა ახლა ხარკოვისკენაა მიმართული იმისთვის, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების სახელმწიფო საზღვრისკენ წინსვლა აღკვეთონ. უკრაინელმა მებრძოლებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მე-11-ე მოტომსროლელი პოლკის ქვედანაყოფები დაამარცხეს, შედეგად კი რუსებმა ბრძოლის ველი დატოვეს. სლავიანსკზე შეტევის შესაჩერებლად უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას იზიუმის მიმართულებითაც ახორციელებს. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება სევეროდონეცკში, სადაც საოკუპაციო ძალები წინსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა ფრთოსანი რაკეტებით ოდესის ოლქზეც მიიტანეს იერიში. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ოკუპირებული ყირიმის სანაპიროდან ნასროლი ორივე რაკეტა გაანეიტრალა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
TV IMEDI
ომი უკრაინაში
TV IMEDI
ომი უკრაინაში
TV IMEDI
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
TV IMEDI