რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
მე-300 დღე უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან. რუსული ძალების იერიში ისევ გრძელდება, თუმცა, ბრძოლას განაგრძობენ უკრაინელებიც. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ძალებმა ოკუპანტების მართვის ორი პუნქტი და საბრძოლო მასალების ერთი საწყობი გაანადგურეს, დარტყმა განახორციელეს ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ორ რაიონზე და ჩამოაგდეს ორი რუსული ვერტმფრენი. გენერალური შტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში, რუსეთის ძალებმა ირანული წარმოების 28 დრონი გამოიყენეს, რომელთაგან 23 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. ამასთან ერთად, მოწინააღმდეგე განაგრძობს შეტევით მოქმედებებს ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებით. ასევე არ წყვეტს ცეცხლს ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ძალები ბახმუტის მახლობლად, დიდი ხნის წინ დაკავებული პოზიციებიდან განდევნეს. ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ბახმუტის შემოგარენში, ასევე ქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთითა და სამხრეთით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster