გრიგოლ ნემსაძე აქციაზე #მოდიღამემუზეუმში


➡️19 მაისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, გუბერნატორის მოადგილეები ალექსანდრე მეტრეველი და კახა კობერიძე, რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ქალაქის ისტორიულ მუზეუმში აქციას #მოდიღამემუზეუმში შეუერთდნენ.

➡️ღონისძიების ფარგლებში მუზეუმის სტუმრებმა საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ექსპონანტები დაათვალიერეს, მოგვიანებით კი რუსთავის შესახებ საარქივო მასალებისა და დოკუმენტური ფილმების ჩვენებას დაესწრნენ. გაიმართა კონცერტი ადგილობრივი მუსიკალური ბენდების მონაწილეობით.

➡️აღსანიშნავია, რომ აქციას # მოდი „ღამე მუზეუმში“, საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ. მას შემდეგ, როგორც ევროსაბჭოს წევრ, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუდმივად ტარდება თემატური ღონისძიებები. 2018 წლის 19 მაისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით აქციას საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, მათ შორის რუსთავის ისტორიული მუზეუმიც უერთდება და დამთვალიერებელს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობს.
#ქვემოქართლი2018
#რუსთავი2018
#მოდიღამემუზეუმში2018
#გუბერნატორი2018
#გრიგოლნემსაძე2018

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან