ჩეხეთის კარიტასმა მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია ზუგდიდში გამართა
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებმა მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია ზუგდიდში წარადგინეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები, ასევე, სამხარეო ადმინისტრაციის და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ მადლობა გადაუხადეს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს უკვე განხორციელებული პროექტებისთვის, მათ შორის კი ხაზი გაუსვეს რეგიონში სკრინინგ ცენტრის ფუნქციონირების მნიშვნელობას, რაც მათივე თქმით, კარიტასთან მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის შედეგია. "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას ჩეხეთის კარიტასთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ეს გამოცდილება ნამდვილად პოზიტიურია. ერთ-ერთი პარტნიორობის ნათელი მაგალითია სკრინინგ ცენტრი, რომელშიც მერია ახორციელებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენის წარმატებულ მუნიციპალურ პროგრამას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარიტასის შემდგომი საქმიანობა, რადგან დიდ იმედებს ვამყარებთ, რომ ის ახალი პროექტები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავენ, ჩვენს რეგიონში იქნება არანაკლებ წარმატებული, ვიდრე წინა პროექტები. თემატიკა ამ პროექტების არის აქტუალური ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, რამეთუ ეხება პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას, ამავდროულად კი ისეთი მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას, როგორებიც არიან ონკოპაციენტები და შშმ პირები", - თქვა შეხვედრის დასასრულს მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი იან ბლინკა განმარტავს, რომ ამ ეტაპზე რეგიონში 4 პროექტი ხორციელდება, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავენ, მათ შორისაა ონკოლოგია, შშმ პირთა მომსახურება და პირველადი ჯანდაცვა. "სამეგრელო და ზემო სვანეთი ჩეხეთის კარიტასისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული რეგიონია, რადგან უკვე მრავალი წელია ამ რეგიონზე ვაკეთებთ აქცენტს, ვახორციელებთ ბევრ პროექტს ამ არეალში, რათა გავზარდოთ ეფექტი. საბოლოო ჯამში ეს მოახდენს გავლენას პირველადი ჯანდაცვის ხარისხის ამაღლებაზე, უკეთესი სოციალური სერვისების უზრუნველყოფასა და ასევე ონკოლოგიური სკრინინგის პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე", - თქვა იან ბლინკამ. შეხვედრის მიმდინარეობისას ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების მენეჯერმა თამარ კურტანიძემ მიმოიხილა საკითხები, რომლებიც ეხება პროექტებს "ზრდასრულთა ალტერნატიული ზრუნვის სერვისების განვითარება საქართველოში" და "ონკო-გინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა დასავლეთ საქართველოში". მან დამსწრეთა კითხვებს უპასუხა და მათგან მუნიციპალიტეტსა და რეგიონში ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. ამასთან, პროექტის ექსპერტებმა ნატო შენგელიამ და მარინა შიხაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინეს პრეზენტაციები პროექტებზე პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში და "დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების უწყვეტობის და ხარისხის უზრუნველყოფა კოვიდ პანდემიის დროს".შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და დამსწრეებმა მომავალი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / radioatinati.ge Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ჩეხეთის კარიტასმა ზუგდიდის სოფლების ამბულატორიებს პერსონალურ...
Radio Atinati
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა რუხისა და ბათუმის ჰოსპიტლებს ს...
Radio Atinati
სკრინინგ ცენტრის გახსნიდან სხვადასხვა პროგრამით 7000-ზე მეტმ...
Radio Atinati
ზუგდიდში კიბოს სკრინინგის თემაზე იმსჯელეს
Radio Atinati
ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გაიხსნება
Radio Atinati
ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგისა და პრევენციის საკითხებზ...
Radio Atinati
ჩეხეთის კარიტასის და ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის საინფორმაციო...
Radio Atinati
ადამიანები აუტიზმის სპექტრით, ჩეხეთის კარიტასი
Eka Kutubidze