ჩეხეთის კარიტასის და ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის საინფორმაციო კამპანია
საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების ხელმძღვანელი თამარ კურტანიძე განმარტავს, რომ საინფორმაციო კამპანიას, რომელსაც ორგანიზაცია უკვე რამდენიმე წელია აწარმოებს, წელს ახალი კომპონენტი დაემატა და ამჯერად რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში სათემო მობილიზატორები აწვდიან მოსახლეობას ინფორმაციას ზუგდიდის სკრინინგ ცენტრისა და შესაბამისი სერვისების არსებობის შესახებ. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა დროული მიმართვიანობისა და პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარების მნიშვნელობაზე. "ეს თემა ერთი შეხედვით თითქოს ნაცნობი არის ყველასთვის, მაგრამ როცა საუბარს ვიწყებთ, ვხვდებით რომ მოსახლეობა მაინც ბოლომდე არ არის ინფორმირებული და არ აქვს გაცნობიერებული რა საკითხზე ვსაუბრობთ. ამ შეხვედრების და დისკუსიის დროს ადგილობრივები აქტიურად სვამენ კითხვებს მათთვის საინტერესო თემებზე, ვცდილობთ ვუპასუხოთ და დავაინტერესოთ, ვანახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკრინინგში ჩართვა. ვხედავთ ძალიან კარგ დინამიკას ამ თვალსაზრისით, ადამიანები ინტერესდებიან და ეს ჩვენთვის მოტივაციაც არის რომ მოსახლეობისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო საქმეს ვაკეთებთ. პროექტის განხორციელებით გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხი გადაიჭრა და დღეს სკრინინგ ცენტრს ყოველდღიურად ათობით ადამიანი მომართავს პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარების მიზნით. თუმცა ინფორმაციის ნაკლებობა მოსახლეობაში და ასევე დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ ჯერ კიდევ აქტუალურ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, როდესაც მთელი სამყარო ფოკუსირებულია კორონავირუსის მართვაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა ისეთი მნიშვნელოვანი ჯანდაცვის საკითხები, როგორიც არის პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება", - აღნიშნა თამარ კურტანიძემ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/radioatinati.ge Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგისა და პრევენციის საკითხებზ...
Radio Atinati
ისრაელის ელჩმა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს სამედიცინო აღჭურვილო...
Radio Atinati
იჟი სკვორის ვიზიტი ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში
Radio Atinati
ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონის...
Radio Atinati
სკრინინგ ცენტრის გახსნიდან სხვადასხვა პროგრამით 7000-ზე მეტმ...
Radio Atinati
ზუგდიდში სკრინინგ ცენტრის ორწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამე...
Radio Atinati
ცენტრი მნიშვნელოვანია, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის, ისე ა...
Radio Atinati
ზუგდიდში პრიველადი ჯანდაცვის სფეროში მომუშავეებს ონკოსკრინინ...
Radio Atinati