ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგისა და პრევენციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის ორგანიზებით ზუგდიდში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრა კამპანია "გამოწვევა კიბოს სკრინინგი 2020"-ის ფარგლებში მოეწყო. ორგანიზატორების განმარტებით, შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში COVID-19 პანდემიას, ონკოლოგიური დაავადებების პრევენციასა და მკურნალობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს მიეძღვნა. შეხვედრაზე სკრინინგ ცენტრის საქმიანობის განვლილი პერიოდის ანგარიში წარმოადგინეს, ისაუბრეს მიღწევებსა და კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე. შეხვედრას საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის, ჩეხეთის საელჩოს, ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სოციალური სამსახურების, ასევე საზოგადოების და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "დღეს ჩვენ განვაახლეთ საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც დაკავშირებულია კიბოს პრევენციის და სკრინინგის საკითხთან. ეს საინფორმაციო კამპანია დავიწყეთ გასულ წელს, სახელით "კიბოს სკრინინგი 2020 - გამოწვევა". პანდემიიდან გამომდინარე, სამწუხაროდ მოგვიწია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ საინფორმაციო კამპანიის შეწყვეტა, რის გამოც მოსახლეობამ ვერ მიიღო ინფორმაცია თუ რას ნიშნავს კიბოს პრევენცია, დროული გამოვლენა, როგორ უნდა მიიღონ სკრინინგული მომსახურებები. ახლა, როცა შესაძლებლობა უკვე მოგვეცა, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, მაგრამ Covid 19-თან ერთად გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობები, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ვუთხრათ, რომ თემა ისევ აქტუალური არის, ყველამ უნდა შევინარჩუნოთ ე.წ ონკოლოგიური სიფხიზლე, როგორც მოსახლეობამ, ისე პროფესიონალებმაც", - აღნიშნა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების მენეჯერმა თამარ კურტანიძემ. ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ონკოპრევენციის ცენტრთან თანამშრომლობით 2019 წლის ნოემბერში ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გახსნა. ცენტრი ემსახურება როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის, ისე აფხაზეთის მოსახლეობასაც. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ჩეხეთის კარიტასმა ზუგდიდის სოფლების ამბულატორიებს პერსონალურ...
Radio Atinati
ისრაელის ელჩმა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს სამედიცინო აღჭურვილო...
Radio Atinati
ზუგდიდში პრიველადი ჯანდაცვის სფეროში მომუშავეებს ონკოსკრინინ...
Radio Atinati
სკრინინგის შემცირებული მაჩვენებლები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იმპულსი-მთავარი თემა: ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი
Ajara TV
იმპულსი- მთავარი თემა:ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი
Ajara TV
გიორგი ვაშაძის ბრალდება და პირველი არხის პასუხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ონკოლოგიური დაავადებების თავიდან ასაცილებლად
პირადი ექიმი- მარი მალაზონია