ჩეხეთის კარიტასმა ზუგდიდის სოფლების ამბულატორიებს პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ამბულატორიებს 25 000 ლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. მედიკოსებს პერსონალური დაცვის აღჭურვილობა - სამედიცინო ნიღბები, ხელთათმანები, ხალათები, სახის დამცავი ფარები და სადეზინფექციო საშუალებები, ასევე უკონტაქტო თერმომეტრები გადაეცათ. "აქცია მიზნად ისახავს კორონავირუსის ინფექციის პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების მხარდაჭერას სოფლების ამბულატორიებში, რათა ხელი შეეწყოს სოფლად მედიცინის მუშაკების მუშაობას უსაფრთხო გარემოში", - განმარტავენ ორგანიზატორები. აღნიშნული ღონისძიება ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. გარდა ამისა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების მენეჯერის თამარ კურტანიძის თქმით, ორგანიზაცია ზუგდიდის სკრინინგ ცენტრთან ერთად ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას შეუერთდა. "მსოფლიო აღნიშნავს ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს. "ვარდისფერი ოქტომბერი" - ამ კამპანიას უერთდება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ზუგდიდის სკრინინგ ცენტრთან ერთად, რათა მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენოს ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის და სკრინინგის მნიშვნელობა, რომ დაავადების დროული გამოვლენა გადარჩენილი სიცოცხლეა. ამით კიდევ ერთხელ აღინიშნება, რომ ონკოლოგიური სიფხიზლე კორონავირუსის პანდემიის ფონზე არ კარგავს აქტუალობას, არამედ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მოსახლეობის მუდმივი განათლება ჯანსაღი ცხოვრების წესის, დაავადებათა პრევენციის და სკრინინგის შესახებ კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და ამ საქმეში დიდი მისია აკისრია ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლსაც", - აღნიშნა თამარ კურტანიძემ. ამასთან, ის ამბობს, რომ გრძელდება საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივებს სკრინინგული პროგრამებით სარგებლობის წესებს აცნობენ. "ჩვენ უკვე ძალინ დიდი ხანია ვეწევით ამ საინფორმაციო კამპანიას, რაც მოიცავს სოფლებში შეხვედრას ადგილობრივ წარმომადგენლებთან, მოსახლეობასთან ზოგადად და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე. ასევე ჩავერთოთ სკრინინგულ პროგრამებში და გაუზიაროთ ეს ინფორმაცია ჩვენს მეგობრებს, თანამოქალაქეებს და ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზეც. ათასობით ადამიანმა მოისმინა, მიიღო ეს ინფორმაცია და იმედს ვიტოვებთ რომ დროთა განმავლობაში თითოეული მოქალაქისთვის ეს თემა იქნება ასევე აქტუალური და დიდი მნიშვნელობის მქონე", - თქვა თამარ კურტანიძემ. ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში ხელმისაწვდომია სახელმწიფოს დაფინანსებით საშვილოსნოს ყელის (25-60 წლის ქალბატონებისთვის), სარძევე ჯირკვლის (40-70 წლის ქალბატონებისთვის), მსხვილი ნაწლავის (50-70 წლის მოსახლეობისთვის), პროსტატის (50-70 წლის მამაკაცებისთვის) სახელმწიფო პროგრამები. გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენის პროგრამაში ჩართვა. რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter:https://twitter.com/Atinati1059 https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში კიბოს სკრინინგის თემაზე იმსჯელეს
Radio Atinati
ჩეხეთის კარიტასმა მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია ზ...
Radio Atinati
ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გაიხსნება
Radio Atinati
ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგისა და პრევენციის საკითხებზ...
Radio Atinati
სკრინინგ ცენტრის გახსნიდან სხვადასხვა პროგრამით 7000-ზე მეტმ...
Radio Atinati
ჩეხეთის კარიტასის და ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის საინფორმაციო...
Radio Atinati
ისრაელის ელჩმა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს სამედიცინო აღჭურვილო...
Radio Atinati
იჟი სკვორის ვიზიტი ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში
Radio Atinati