ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გაიხსნება
ალაქ ზუგდიდის მერიაში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, ონკოპრევენციის ცენტრმა და ცენტრ ,,თანადგომამ’’, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიასთან თანამშრომლობით კონფერენცია ,,კიბოს პრევენციის და ადრეული გამოვლენის ღონისძიებების გაძლიერება საქართველოში’’ გამართეს. ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების გამახვილება კიბოს პრევენციის და ადრეული გამოვლენის მნიშვნელობაზე, ამასთან, პირველადი ჯანდაცვის მუშაკთა (ოჯახის/სოფლის ექიმები და ექთნები) როლის გაძლიერება კიბოს კონტროლის ღონისძიებებში. ,,პროექტის მიზანი არის პირველი ჯანდაცვის როლის ჩართულობის გაზრდა კიბოს სკრინინგის თვალსაზრისით, ასევე, პროექტი მოიცავს მოსახლეობის საგანმანათლებლო ნაწილს, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის შეხვედრას მოსახლეობასთან სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში“,- აღნიშნა თამარ კურტანიძემ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული კიბოს სკრინინგის პროგრამა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ არსებობს ნაკლოვანებები, მაგალითად მასშტაბის გაზრდა, მათი თქმით, პროგრამა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. რაც შეეხება გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს, კერძოდ ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გაიხსნება. ,,მნიშვნელოვანია მოცულობის მაჩვენებლის გაზრდა, კერძოდ, მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფის, რათა რაც შეიძლება მეტმა მოსახლემ გაიაროს სკრინინგი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისათვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ახალი სკრინინგ ცენტრი, რომელიც იქნება საქართველოში არსებული ყველაზე კარგი სკრინინგ ცენტრი შენობითა და აღჭურვილობით“,- აღნიშნა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა რემა ღვამიჩავამ. პროექტი 2015 წელს დაიწყო და წელს სრულდება. შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიება მოიცავს პროექტის დასკვნით ანგარიშსაც. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ექიმები ესწრებოდნენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი გა...
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ისრაელის ელჩმა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს სამედიცინო აღჭურვილო...
Radio Atinati
დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26-ე წლის აღნიშვნა ზუგდიდში
Radio Atinati
ზუგდიდში სკრინინგ ცენტრის ორწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამე...
Radio Atinati
ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგისა და პრევენციის საკითხებზ...
Radio Atinati
ცენტრი მნიშვნელოვანია, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის, ისე ა...
Radio Atinati
სკრინინგ ცენტრის გახსნიდან სხვადასხვა პროგრამით 7000-ზე მეტმ...
Radio Atinati
ზუგდიდში პრიველადი ჯანდაცვის სფეროში მომუშავეებს ონკოსკრინინ...
Radio Atinati