შს მინისტრი აშშ-ის ეროვნული ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NNSA) ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მაღალი დონის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NNSA) ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის (DNN) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰუიზენგა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს შსს-ს შესაძლებლობები ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის კუთხით და ისაუბრეს აშშ-ის მხარდაჭერის პროგრამებზე; შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართულ-ამერიკული მხარეების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგები. კერძოდ, ამერიკული მხარის თანამშრომლობის შედეგად, ყველა საერთაშორისო სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დამონტაჟდა რადიაციული კონტროლის აღჭურვილობა და შსს-ს გადმოეცა მეორადი ინსპექტირების ხელის მოწყობილობები; მოწოდებულ იქნა სტაციონარული აღჭურვილობა (100-ზე მეტი რადიაციული პორტალური მონიტორი), მობილური აღმომჩენი ტექნოლოგია, ხელის აპარატურის ჩათვლით (პერსონალური რადიაციული დეტექტორები, რადიაციის კონტროლის მოწყობილობები და რადიოაქტიური იზოტოპის საიდენტიფიკაციო მოწყობილობები – მთლიანობაში 250 ერთეული); აღნიშნული აპარატურა განკუთვნილია ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის უკანონო მოძრაობის გამოვლინებისა და სათანადო რეაგირებისთვის. მომზადდნენ შსს-ს სპეციალისტები და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები. შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი სგპ-ში რადიაციული კონტროლის წარმოების შესახებ და განისაზღვრა უწყებათშორისი კომპეტენციები. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/7bI0vA
Vakhtang Gomelauri-ის სხვა ვიდეოები
02:24
შს მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მომორანდუმს ხელ...
04:34
ოტდ-ს ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრი...
03:43
შს მინისტრმა რუსთაველის გამზირზე მოწყობილი გამოფენ...
02:29
შს მინისტრი სტიქიის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველი...
02:01
შსს-ს რეფორმირების კომისიის პირველი სხდომა
09:07
შსს-ს და აშშ-ს საელჩოს საფეხბურთო გუნდებს შორის მე...
03:55
შს მინისტრმა „მზიური“-ს ტერიტორიაზე სამუშაოები დაა...
37:51
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე ქუთაისშ...
მსგავსი ვიდეოები
შს მინისტრი აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
აშშ-ის მთავრობამ საქართველოს ”აილენდის” კლასის 2 ხომალდი - „...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
#მოამბე 21 საათზე, 21 თებერვალი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი გახარიამ ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „ქალე...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ის, რომ ჩვენი პოლიციელები გარბიან, არ არის სიმართლე - გომელ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში შს მინისტრის...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს მინისტრის მოადგილე და აშშ-ის ელჩი კონფერენციის - „ქალები...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს მინისტრის მოადგილემ გაეროს განვითარების ურთიერთთანამშრომლ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო