შსს-ს INL-მა უახლესი მოდელის ბორტ-კომპიუტერები გადასცა

08.02.2016 08:24

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს ვოლშს შეხვდა. შეხვედრას ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები და შს სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მჭიდრო ურთიერთობას. გიორგი მღებრიშვილმა და ჯეიმს ვოლშმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შს მინისტრმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულთან, ტრეფიკინგთან, კიბერდანაშაულთან და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით INL-ის განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საქართველოს შს სამინისტროს მიერ ინიცირებულ საგზაო მოძრობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიან პროგრამაზეც ისაუბრეს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი, რიგ საკანონმდებლო და სხვა ცვლილებებთან ერთად, საპატრულო პოლიციის შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვაა. შეხვედრის შემდეგ ჯეიმს ვოლშმა და იან კელიმ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს INL-ის პროგრამის მიერ შეძენილი ბორტ-კომპიუტერები პირადად გადასცეს. საპატრულო პოლიციის ავტომანქანების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა მნიშვნელოვნად გაზრდის საპატრულო პოლიციის მუშაობის ეფექტურობას, ხელს შეუწყობს სამართალდარღვევებზე დროულ რეაგირებას და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციას.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შსს-მ (INL) მიერ ორგანიზებულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა
02:32

შსს-მ (INL) მიერ ორგანიზებულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს და აშშ-ს საელჩოს საფეხბურთო გუნდებს შორის მეგობრული მატჩი გაიმართა
09:07

შსს-ს და აშშ-ს საელჩოს საფეხბურთო გუნდებს შორის მეგობრული მა...

Vakhtang Gomelauri

შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას იწყებს
06:23

შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას ი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას იწყებს
06:23

შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას ი...

Aleksandre Tchikaidze

გიორგი გახარიამ ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“ გახსნა
06:46

გიორგი გახარიამ ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „ქალე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის
00:37

ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის კურსი შინაგან ს...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს მომსახურების სააგენტოს განცხადება

შსს-ს მომსახურების სააგენტოს განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს-ს მომსახურების სააგენტომ პრაქტიკული საგამოცდო პროცესისთვის მოტოპარკი განაახლა

შსს-ს მომსახურების სააგენტომ პრაქტიკული საგამოცდო პროცესისთვ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო