MOE: სპეციალური ტრენინგების პროგრამა ჰოლანდიელ სპეციალისტებთან ერთად


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
გარემოს დაცვის სამინისტროში ჩატარდა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა ნიდერლანდების გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო ცენტრის თანამშრომლებთან.
ჰოლანდიელი სპეციალისტები გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ტრენინგების პროგრამაზე \"train the trainer\" იმუშავებენ. უკვე დაკომპლექტდა ძირითადი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან გარემოსდაცვითი ინსპექტორები, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტისა და მომავალი გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო ცენტრის თანამშრომლები. ჯგუფის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ოთხ ეტაპად, ხოლო ფინალურ ეტაპზე დაგეგმილია ვიზიტი ჰოლანდიაში.
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს \"საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერა გარემოზე ზემოქმედების შეფასების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების და გარემოსდაცვითი ინსპექტირების საკითხებში\", რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში გარემოსდაცვითი განათლების ცენტრის შექმნა და თანამშრომელთათვის ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან