#მოამბე 21 საათზე, 30 მაისი, 2024 #LIVE


• ოპოზიციის ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინეთის მონაწილეობას რეგიონიდან დასავლური ინტერესის განდევნის სურვილით ხსნის და სტრატეგიულ-გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე პორტის ჩინური ინვესტიციებით მშენებლობას ეწინააღმდეგება - ბიზნესიდან პოლიტიკაში გადანაცვლებული მამუკა ხაზარაძე, რომელიც პორტის მშენებლობისთვის რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ მსხვილ ჩინურ კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საზეიმო ვითარებაში აფორმებდა, ტენდერში ჩინური კომპანიის გამარჯვებას რუსულ ინტერესს უკავშირებს; ხელისუფლება ოპონენტებს მასშტაბური პროექტის ჩასაშლელად მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს
• საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ჩინეთში პირველი ავიარეისი სრულდება - უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, გადაწყვეტილების მნიშვნელობა და მოლოდინები; დეტალები თბილისის აეროპორტიდან
• გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებამდე ფონდი „ფეა თრიზი“, რომლის ვებ-გვერდიდან ბორდის თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მედიის დაინტერესების შემდეგ გაქრა, საქართველოში საქველმოქმედო პროექტების შეწყვეტის შესახებ აცხადებს - ხელისუფლების ოპონენტები სოციალური პროექტების დაფინანსების შეწყვეტას სხვა უცხოური ფონდებიდანაც ელოდებიან; მმართველი გუნდი ფონდის პოზიციას წინასწარ დაწერილი გეგმის ნაწილს უწოდებს და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციას შორის გარიგებებზე საუბრობს, რის შედეგადაც ოპოზიცია ფარულ დაფინანსებას იღებს
• თბილისის ორ დიდ რაიონს, ბაგებსა და საბურთალოს დღეიდან სამანქანო ხიდი აკავშირებს - ოთხზოლიანი, თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო ხიდის გახსნა, რომელიც მთლიანად ქართველმა ინჟინრებმა დააპროექტეს და პროექტის ფარგლებში მოწყობილი ინფრასტრუქტურა

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან