#მოამბე 21 საათზე, 31 ივლისი, 2024 #LIVE

31.07.2024

პირველი ოქროს მედალი პარიზის ოლიმპიადაზე - ლაშა ბექაურის შთამბეჭდავი ასპარეზობა და წარმატებული დღე საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის. „მოამბე“ პარიზიდან; ირანული მედიის ცნობით, თეირანში რეზიდენციის დაბომბვა, რომელშიც „ჰამასის“ ლიდერი იმყოფებოდა, სხვა სახელმწიფოდან, საჰაერო მართვადი ჭურვის გამოყენებით მოხდა - ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩასული ისმაილ ჰანიეს რეზონანსული მკვლელობა, თეირანის მუქარა ისრაელის მიმართ და საერთაშორისო შეფასებები; თეთრი სახლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში ჩინეთის მონაწილეობა მიუღებელია, რასაც ქართული ოპოზიციაც იზიარებს - მმართველი გუნდი ისტორიული მნიშვნელობის ობიექტის ასაშენებლად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის შესაძლო მონაწილეობას სტრატეგიულად სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ შანტაჟის ენით საუბარს არ მიიღებს. ჩინეთთან ურთიერთობების გასაღრმავებლად გააქტიურებული დასავლეთი და პრეტენზიები საქართველოს მიმართ; საქართველოში არანათესაური ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაცია შესაძლებელი ხდება - ქვეყანა ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკის შექმნას იწყებს. მსურველთა კვლევებს მთლიანად თბილისის მერია დააფინანსებს. თითოეულ მოხალისეზე 5000-ლარიანი ვაუჩერი გაიცემა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: