#მოამბე 21 საათზე, 31 მაისი, 2024 #LIVE
• გურამ მაჭარაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მხარდამჭერების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ ბულინგისა და მუქარის გამო ცალკეული პირების ჯაშუშობის მუხლით გასამართლებას ითხოვს - მმართველი გუნდი გახშირებული ფაქტების მიღმა უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების კვალს ხედავს და უცხოელ პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებს; ოპოზიციის ნაწილი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიმართ ტყვიით სიცოცხლის მოსპობით მუქარას და ბულინგს აზრის გამოხატვის თავისუფლებას უწოდებს • ეუთო/ოდირი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართულ კანონს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოს უწოდებს და საქართველოს ხელისუფლებას მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს - ოპოზიცია დასავლეთის მორიგ უარყოფით გზავნილს მიესალმება, „ქართული ოცნება“ კი დასკვნაში სამართლებრივი არგუმენტების ნაკლებობაზე მიუთითებს, ორგანიზაციის ექსპერტებს შორის სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილის ადვოკატის ყოფნაზე საუბრობს და დასკვნას არ ენდობა • პოლიციელები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ - ღონისძიება შს სამინისტროსთან და სხვადასხვა დანაყოფის საზეიმო მსვლელობა; სიტყვით გამოსვლები, მადლობა ხელისუფლების პირველი პირებისგან და დაჯილდოების ცერემონია • ისტორიული პროცესი მანჰეტენის სასამართლოში - დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ.ცნეს - ბრალდებული ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს „სირცხვილს“ უწოდებს და მის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს; გამოტანილი ვერდიქტის შესაძლო გავლენა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე და პოზიციები ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 7 მაისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 31 იანვარი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 31 ივლისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 9 თებერვალი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 8 დეკემბერი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 31 იანვარი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 12 საათზე, 21 დეკემბერი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 31 მაისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster