#მოამბე 21 საათზე, 31 იანვარი, 2024 #LIVE

31.01.2024 59:50

• გადაადგილებები და დაანონსებული ცვლილებები მმართველ პარტიაში - ახალი პრემიერისა და პარტიის ახალი თავმჯდომარის წარდგენა, მოსალოდნელი ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში და სავარაუდო კანდიდატები • პარლამენტის თავმჯდომარე „ლელოს“ ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესის ბოიკოტირების გამო სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს და ევროკავშირისგან რეაგირებას ითხოვს, რათა ქვეყნის მიმართ საბოტაჟი არ წახალისდეს - „ლელოს“ ტაქტიკა და პოლიტიკური სპექტრის შეფასებები • „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეებისგან ახალი გაერთიანების შექმნის მცდელობა, მოკავშირეების ძიება და დაპირისპირება ოპოზიციაში - „ქართული ოცნება“ ოპონენტებს სტრატეგიას უწუნებს და მთავარი ოპოზიციური პარტიიდან დეკლარირებულად გამიჯნული ფიგურანტების ტაქტიკას „ტელესერიალს“ უწოდებს • პროტესტის ტალღა ევროპაში, ფერმერების მიერ ტრაქტორებით გადაკეტილი მაგისტრალები საფრანგეთსა და ბელგიაში და აქციის მონაწილეთა მოთხოვნები; საპროტესტო აქციების ფონზე ევროკომისიამ მიწის შესახებ ახალი რეგულაციის მიღება გადადო - თემის დეტალები „მოამბეში“ ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: