#მოამბე 21 საათზე, 26 იანვარი, 2021 #LIVE

26.01.2021 01:08:55

• ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მთავარი ადრესატი რუსეთია - დოკუმენტში ნათქვამია, რომ კრემლმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და კომპენსაციების გაცემა უნდა დააჩქაროს; დეპუტატები შეუსრულებელი ვალდებულებების გამო მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ; • დაპირისპირების ახალი ეტაპი ოპოზიციაში და ექვსი ოპოზიციური ძალის ერთობლივი განცხადება - პარტიების მოთხოვნები უცვლელია - ვადამდელი არჩევნები, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცესკო-ს ხელახლა დაკომპლექტება და საარჩევნო სისტემის შეცვლა; ცალკეული ლიდერები რევოლუციის გარდაუვალობაზე საუბრობენ; • ქვეყნის ეპიდვითარება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიში “ერთი წელი „კოვიდ-19“-თან ერთად” – 76-გვერდიანი დოკუმენტი ერთწლიან პერიოდს აფასებს; ქვეყნის ეპიდვითარება სტაბილიზაციას განაგრძობს; ერთ-ერთ ინდიკატორად დადებითობის მაჩვენებელი სახელდება, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 6%-ს შეადგენს; მონაცემების 4%-მდე შემცირების შემთხვევაში სასწავლო პროცესი ქვეყნის დიდ ქალაქებშიც აღდგება; • ევროპა მასშტაბურმა არეულობამ მოიცვა - მოქალაქეები კომენდანტის საათის დაწესებას აპროტესტებენ, პროტესტი დაპირისპირებაში გადაიზარდა; ევროპა პანდემიის ახალი ტალღისთვის ემზადება; ვირუსის ახალი ვარიანტის გავრცელება პანდემიასთან ბრძოლას ართულებს; მსოფლიოში არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო ევროკავშირი მოგზაურობის წესების გამკაცრებაზე საუბრობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: