#მოამბე 21 საათზე, 7 მაისი, 2024 #LIVE


• სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ პროექტის კანონად ქცევა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას დააზიანებს - მეთიუ მილერი ამტკიცებს, რომ FARA-ს რეესტრში მხოლოდ უცხო ქვეყნის მთავრობათა ინტერესების გამტარებლები ხვდებიან; თბილისი ვაშინგტონს შეახსენებს, რომ სააკაშვილი და კეზერაშვილი საქართველოს მთავრობას აღარ წარმოადგენენ
• ევროპარლამენტართა ნაწილი ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის და სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების შეჩერებისკენ მოუწოდებს - ჯოზეფ ბორელის სახელზე 31 დეპუტატის მიერ შედგენილი წერილი, თბილისის მწვავე რეაქცია და ევროკავშირში გაკეთებული განმარტებები
• „ჰამასი“ კატარისა და ეგვიპტის შუამავლების მიერ წარდგენილ ზავის პირობებს დათანხმდა, თუმცა ისრაელი აცხადებს, რომ ეგვიპტესთან სხვა მოთხოვნები განიხილა და მოლაპარაკების პირობების გადასახედად ქაიროში დელეგაციას გზავნის, საერთაშორისო საზოგადოება ქალაქ რაფაჰში ისრაელის სამხედრო ოპერაციას გმობს და ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს - შეთანხმების დეტალები და მხარეთა პოზიციები
• უამინდობა დედაქალაქში და უხვი ნალექით შექმნილი პრობლემები - რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად დატბორილი ქუჩები, ჩამოშლილი კლდე და დაზიანებული ინფრასტრუქტურა; თბილისის სხვადასხვა უბანში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები და სინოპტიკოსთა პროგნოზი

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან