#მოამბე 21 საათზე, 23 მაისი, 2024 #LIVE

23.05.2024 01:03:07

• საქართველოს პრემიერი აცხადებს, რომ ერთ-ერთმა ევროკომისარმა სატელეფონო საუბრისას გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემთხვევაში ევროკავშირიდან მოსალოდნელი ზომების შესახებ გააფრთხილა და ამ კონტექსტში სლოვაკეთის პრემიერზე მომხდარ თავდასხმაზე მიუთითა - მმართველი გუნდი შესაძლო სანქციებზე დასავლეთის გზავნილებს შანტაჟს და მუქარას უწოდებს და ევროკავშირის წარმომადგენლობისგან განმარტებებს ითხოვს • საფრანგეთის სენატმა უცხოური ჩარევის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა - საფრანგეთი კანონის მიღებას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ვალდებულებად და ფრანგული დემოკრატიის განმტკიცების ინსტრუმენტად მიიჩნევს; საქართველოს მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს, ოპოზიციისთვის კი ფრანგული კანონმდებლობა განსხვავებულად იკითხება; პრეზიდენტ მაკრონის გუნდის წევრი სენატორების მიერ სპეცსამსახურებთან ერთად შემუშავებული კანონპროექტი და კანონში გაწერილი მკაცრი რეგულაციები, თუ სანქციები, რომელიც მათ შორის, ჟურნალისტებსა და მედიაზეც გავრცელდება • სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოში მორიგი დავა წააგო - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ გელაშვილისა და გირგვლიანის საქმეებზე დამდგარ განაჩენში სამართლიანობის დარღვევის ნიშნები ვერ დაინახა, პოლიტიკური მოტივები გამორიცხა და დაასკვნა, რომ სასამართლო განხილვების დროს ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა; მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების მორიგი აღიარებაა, ვერდიქტით უკმაყოფილო დაცვის მხარე კი გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას გეგმავს • საქართველოს რადიო 99 წლისაა - თითქმის საუკუნე პირველი მაუწყებლობიდან, ამიერკავკასიაში პირველი რადიოს ისტორია და მრავალფეროვანი, მუდამ განახლებადი პროგრამა ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: