#მოამბე 21 საათზე, 3 მაისი, 2024 #LIVE

03.05.2024 02:54:36

• აშშ-ში დათქმით მიწვეული საქართველოს პრემიერი და ქართული მხარის უარი - მმართველი გუნდი წინაპირობას, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დროებით უნდა შეეჩერებინა, სტრატეგიული პარტნიორობისთვის შეუფერებლად მიიჩნევს; აშშ-ის ელჩის განცხადება, ვაშინგტონის გზავნილები, თბილისის პასუხი და პოლიტიკური პოზიციები
• საპროტესტო აქციები დედაქალაქის ქუჩებში, პარალიზებული საგზაო მოძრაობა და დაპირისპირება სამართალდამცველებთან - ოპოზიცია მიიჩნევს, რომ დემონსტრანტები კანონის ფარგლებში მოქმედებენ, მმართველი გუნდი კი ძალადობის მიზანმიმართულ წახალისებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აქციების რეალური მიზანი არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლების შეცვლაა
• ისრაელის ულტიმატუმი „ჰამასს“, ვითარება ღაზას სექტორში და პალესტინელთა მხარდამჭერი საპროტესტო ტალღა აშშ-ისა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში - ძალის გამოყენებით დაშლილი სტუდენტური ბანაკები და ასობით დაკავებული; თურქეთის მიერ ისრაელთან შეწყვეტილი ყველა სახის ვაჭრობა და შეფასებები
• „ვია დოლოროსა“ - მაცხოვრის მიერ ჯვარცმამდე განვლილი მძიმე გზა, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული პილიგრიმები და ტრადიციული მსვლელობა გოლგოთისკენ მიმავალ გზაზე - „მოამბე“ იერუსალიმიდან

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi