#მოამბე 21 საათზე, 3 ნოემბერი, 2023 #LIVE


• 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდება - ახალი სოციალური პროგრამები პენსიონერებისა და სპორტული საზოგადოებისთვის; გაზრდილი ხელფასები საჯარო მოხელეებს, დამატებით ასეულობით მილიონი ლარი ძალოვან უწყებებს, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი რესურსები და სხვა; პრემიერის გზავნილები მთავრობის სხდომაზე
• კანდიდატის სტატუსის მიღების შანსის ზრდის პარალელურად, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რიტორიკა იცვლება - ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს, ოპოზიცია კი მოსალოდნელი გადაწყვეტილების სხვა მიზეზების ძიებაშია; საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაგვიანებული წერილები დასავლეთს
• ომი ახლო აღმოსავლეთში და მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე - „ჰეზბოლა“ უპილოტო საფრენი აპარატებით ისრაელის არმიის პოზიციებზე დარტყმის შესახებ, თელ-ავივი კი „წარმოუდგენელი“ მასშტაბის საპასუხო ნაბიჯებზე საუბრობს; ისრაელში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრებს მართავს, ჰეზბოლას“ ლიდერი კი ისრაელ-ღაზის ომზე დუმილს არღვევს და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს
• ლილი გეგელიას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო მარჯანიშვილის თეატრში - 50-იანი წლების გამორჩეული ხმა, ხელოვანის შემოქმედებითი გზა და სხვადასხვა თაობის მომღერალთა მიერ აჟღერებული კომპოზიციები

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან